ირაკლი ღარიბაშვილი: მარნეულში ახალაშენებული სკოლა დავათვალიერეთ, რომელიც 4 მლნ ლარი დაჯდა; ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 150-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა განვახორციელეთ
08-04-2022, 13:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მარნეულში ახალაშენებული, ევროპული სტანდარტების სკოლა დავათვალიერეთ, რომელიც შარშან გაიხსნა და დაახლოებით 4 მლნ ლარი დაჯდა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 150-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია- მშენებლობა განვახორციელეთ და ეს პროცესი გრძელდება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქუთლიარში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, სადაც ახალი სკოლა დაათვალიერა.

 

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, განათლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სკოლების მოწყობა, მათი აღჭურვა, რადგან ასეთი გარემო თავისთავად იქონიებს დადებით შედეგს მოსწავლეებზე და ამისთვის მთავრობა და სამინისტრო ყველაფერს აკეთებს.

 

 

„ვაგრძელებ რეგიონებში ვიზიტებს და პირადად ვეცნობი რეგიონებში მიმდინარე სამუშაოებს, რომელიც აქტიურ ფაზაშია ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენ მარნეულში რამდენიმე ობიექტი მოვინახულეთ და დავათვალიერეთ ახალაშენებული სკოლა, რომელიც შარშან გაიხსნა და დაახლოებით 4 მლნ ლარი დაჯდა. მე მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა, რომ მარნეულში 8 ახალი სკოლა აშენდა, ახლა 7 სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს და ჯამში, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ 150-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია- მშენებლობა განვახორციელეთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, გამოწვევა არის კიდევ უფრო დიდი, ვინაიდან 800 სკოლა გასარემონტებელი გვაქვს. აი, ამ სტანდარტში არის მოსაქცევი ყველა სკოლა, რომელიც გვიდა, რომ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას გავუკეთოთ. განათლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სკოლების მოწყობა, მათი აღჭურვა. ბუნებრივია, ასეთი გარემო თავისთავად იქონიებს დადებით შედეგს ჩვენს ბავშვებზე, მოსწავლეებზე და რა თქმა უნდა, ამისთვის მთავრობა და სამინისტრო ყველაფერს აკეთებს“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი