GUARDIAN.GE - საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა არც ისე დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და იგი მეორე ტურში უკვე მეორედ, მეორე ადგილზე გასულ ულტრა-მემარჯვენე მარინ ლე პენს დაუპირისპირდება.
ხმების 97%-ის დათვლის შემდეგ შედეგები ასეთია: ემანუელ მაკრონი 27.6%, მარინ ლე პენი 23.41%, ულტრა-მემარცხენე ჟან-ლუკ მელანშონი 21.95%. საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 12 კანდიდატი მონაწილეობდა, მაგრამ 10%-ზე მეტი მხოლოდ სამმა მათგანმა მიღო.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 24 აპრილს გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.