პალდოში რეზერვისტების შეკრება გაიმართა
11-04-2022, 12:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ეროვნული გვარდიის საველე-საწვრთნელ ბაზაზე ,,პალდო" მე-20 კადრირებული ბრიგადის 202-ე კადრირებული ბატალიონის მორიგი გეგმიური შეკრება გაიმართა. რეზერვისტების შეკრებას საჯარო და კერძო სექტორიდან მათი დამსაქმებლები დაესწრნენ.

 


სტუმრებს ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ უმასპინძლა. ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ატაშე, პოლკოვნიკი ჯეიმს ტომპსონი და ODC-ის წარმომადგენელი, მაიორი ზაქ ქასელი დაესწრნენ.

 

 

ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა პირებმა ტერიტორიული რეზერვის დამსაქმებლებს მხარდაჭერისთვის, თავდაცვის ძალებთან და ეროვნულ გვარდიასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და დასაქმებულების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადეს და შეკრების ფარგლებში, რეზერვისტთა მომზადების მიმართულებები გააცნეს. მოწვეულმა სტუმრებმა ერთი დღე რეზერვისტებთან ერთად გაატარეს. მათ ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და რეზერვისტთა საბრძოლო და თეორიულ აქტივობებს დაესწრნენ.

 


ბაზაზე ვიზიტის ფარგლებში, დამსაქმებლებმა „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი