ოთო აბესაძე: ჩემი მეგობარი, რიგის უნივერსიტეტის პროფესორი და მისი თანმხლები პირი ტაქსის მძღოლმა გომბორის მთაზე გაიტაცა და თბილისში დაბრუნების სანაცვლოდ მოითხოვა 500 ლარი, რაც ვერ მიიღო და მგზავრები მიმდებარე ტერიტორიაზე დატოვა
11-04-2022, 14:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ჩემი კოლეგა და ძალიან ბევრი წლის მეგობარი, რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ბიზნეს ინჟინერიისა და მენეჯმენტის ინსტიტუტის დირექტორი დენის სჩეულოვსი.

 


დღეს 11 აპრილს დილის 5 საათზე ჩამოფრინდა საქართველოში.

 


მან და მისმა თანმხლებმა პირმა აეროპორტში გამოიძახეს ტაქსი სასტუმროში ტრანსფერისთვის.

 


ტაქსის მძღოლმა თბილისში სასტუმროსთან ღირებულების ნაცვლად (23 ლარი) მოსთხოვა 195 ლარი. გაპროტესტების შემდეგ წაიყვანა საქმის გასარჩევად ვითომ აეროპორტის პოლიციაში და სინამდვლილეში გომბორის მთაზე.

 


როდესაც პროფესორმა ნახა, რომ მძღოლი გასცდა აეროპორტის გზას, ჩემს ოჯახის წევრს გამოუგზავნა ტაქსის ნომერი და შეტყობინება, რომ იგი არის გატაცებული.

 


შემდეგ გომბორის მთაზე მძღოლმა თბილისში დაბრუნების სანაცვლოდ მოითხოვა 500 ლარი, რაც თავისთავად ვერ მიიღო და მგზავრები დატოვა გომბორის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 


მანქანიდან გადმოსვლისას იყო ინციდენტი, რადროსაც ფიზიკური დაზიანება მიიღო პროფესორის თანმხლებმა პირმა.

 


მომენტალურად შევატყობინეთ პოლიციას. პროფესორი და მისი თანმხლები პირი ეხლაც არიან გამოკითხვაზე.

 


მსგავს კრიმინალს სახელმწიფომ უნდა უპასუხოს უმკაცრესად.

 

 

ოთო აბესაძე,

 

ექსპერტი

 

წყარო: Facebook-ი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი