რუსეთმა გააფრთხილა ფინეთი და შვედეთი არ გადადგან ნაბიჯი ნატოში გაწევრიანების გზაზე
11-04-2022, 19:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - რუსეთმა გააფრთხილა ფინეთი და შვედეთი ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ და განაცხადა, რომ ამ ქვეყნების ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლა ევროპას სტაბილურობას არ მოუტანს. კრემლის წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ალიანსი რჩება კონფრონტაციისკენ მიმართულ იარაღად“.

 


მანამდე, აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მოსკოვის შეჭრა უკრაინაში იყო „მძიმე სტრატეგიული შეცდომა“, რომელიც სავარაუდოდ, ნატოს გაფართოებას გამოიწვევს. აშშ-ის ოფიციალური პირები მოელიან, რომ სკანდინავიური მეზობლები ალიანსში გაწევრიანების მოთხოვნას ივლისამდე წარადგენენ.

 


ვაშინგტონი მხარს უჭერს ნაბიჯს, რომლის მიხედვითაც ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი 32 წევრამდე გაიზრდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა გასულ კვირას განაცხადეს, რომ დისკუსიები ნატოს ლიდერებსა და ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გაიმართა.

 


უკრაინაში შეჭრის დაწყებამდე რუსეთი მოითხოვდა, რომ ალიანსი დათანხმებულიყო ყოველგვარი მომავალი გაფართოების შეჩერებას, მაგრამ ომმა გამოიწვია ნატოს მეტი ჯარის განლაგება მის აღმოსავლეთ ფლანგზე და შვედეთისა და ფინეთის წევრობისადმი საზოგადოების მხარდაჭერის ზრდა.

 


ფინელი დეპუტატები, უსაფრთხოების ანგარიშს დაზვერვის ოფიციალური პირებისგან სავარაუდოდ, ამ კვირაში მიიღებენ, ხოლო პრემიერ-მინისტრ სანა მარინის განცხადებით, იგი მოელის, რომ მისი მთავრობა „დაასრულებს დისკუსიას შუა ზაფხულამდე“ იმის შესახებ, შეიტანოს თუ არა წევრობის განაცხადი.

 


ფინეთს 1,340 კმ სიგრძის საზღვარი აქვს რუსეთთან და უკრაინაში რუსეთის შეჭრით შეშფოთებულია.

 


შვედეთის მმართველმა „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“, რომელიც ტრადიციულად ეწინააღმდეგება ნატო-ს წევრობას, განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის ფონზე თავის პოზიციას გადახედავს. პარტიის მდივანმა ტობიას ბაუდინმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ნატოს საკითხის განხილვა მომდევნო რამდენიმე თვეში უნდა დასრულდეს. „როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, შვედეთის უსაფრთხოების პოზიცია ფუნდამენტურად შეიცვალა“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

 

 

მაგრამ მოსკოვი გააფთრებით ეწინააღმდეგება ალიანსის ნებისმიერ პოტენციურ გაფართოებას. პესკოვმა გააფრთხილა სტოკჰოლმი და ჰელსინკი, რომ ბლოკი „არ არის ისეთი სახის ალიანსი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობასა და სტაბილურობას და მისი შემდგომი გაფართოება არ მოუტანს დამატებით უსაფრთხოებას ევროპის კონტინენტს“.

 


გასულ კვირას კი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთს მოუწევს „სიტუაციის ხელახლა დაბალანსება“ საკუთარი ზომებით, თუ შვედეთი და ფინეთი შეუერთდებიან ნატოს. თებერვალში კი, მარია ზახაროვამ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, გააფრთხილა ფინეთი და შვედეთი „სამხედრო და პოლიტიკური შედეგების“ შესახებ, თუკი ეს ქვეყნები შეუერთდებიან ბლოკს.

 


ნატო 1949 წელს შეიქმნა საბჭოთა ექსპანსიის საფრთხის დასაძლევად, თუმცა ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ყოფილი კომუნისტური ქვეყანა ალიანსს შეუერთდა. ბლოკის დამფუძნებელი წესდების მე-5 მუხლის თანახმად, წევრი ქვეყნები თანხმდებიან, დაეხმარონ ერთმანეთს რომელიმე ცალკეულ წევრ სახელმწიფოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში.

 


მუქარის მიუხედავად, ორივე ქვეყანამ - ფინეთმა და შვედეთმა - განაგრძო წინადადებების განხილვა ალიანსში გაწევრიანების შესახებ და გააძლიერა თავდაცვის ხარჯები. ორშაბათს, ფინეთის არმიის ლიდერებმა გამოაცხადეს ახალი გეგმა ფინეთის სამხედროებისთვის დრონების შესაძენად 14 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ. მარტში შვედმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი 2022 წელს თავდაცვის ხარჯებს სამი მილიარდი კრონით (317 მილიონი აშშ დოლარი) გაზრდიდნენ.

 

 

 

კომენტარები: 1
#1   seo
      
That is really nice to hear. thank you for the update and good luck.
Delta 8 vape pens for sale
18 აპრილი 2022 13:28
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი