ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა
12-04-2022, 09:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა. დღეიდან უკრაინელ მოსწავლეებს საქართველოში მშობლიურ ენაზე ექნებათ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა. სექტორის გახსნის ღონისძიებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიიღო მონაწილეობა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და უკრაინელ მოსწავლეებსა და პედაგოგებს პირადად მიულოცა ახალი სექტორის დაფუძნება.

 


მიხეილ ჩხენკელი: „დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით აქ, მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სექტორში უკრაინელი მოსწავლეები საქართველოში მშობლიურ ენაზე მიიღებენ ზოგად განათლებას.

 


უკრაინულენოვანი სექტორის გახსნა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მიერ ჩვენი მოძმე უკრაინელი ერის უდიდესი მხარდაჭერის თვალსაჩინო მაგალითია. 2011 წელს თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულმა სექტორმა ფუნქციონირება შეწყვიტა და დღეს დიდ სიამაყეს ვგრძნობ, რომ 11 წლის შემდეგ პირველად, ჩვენი მთავრობის ძალისხმევით უკრაინელ მოსწავლეებს საქართველოში კვლავ აქვთ მშობლიურ ენაზე სწავლის შესაძლებლობა.

 


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გუნდმა დაუღალავი შრომის შედეგად, ზუსტად 2 კვირაში თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში დააბრუნა უკრაინულენოვანი სექტორი, სადაც პირველიდან მე-11 კლასის ჩათვლით უკრაინულ ენაზე წარიმართება სასწავლო პროცესი.

 


მოხარული ვარ, რომ საქართველოში უკრაინის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, შევარჩიეთ კვალიფიციური პედაგოგები, რომელთა ანაზღაურებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.

 


ჩვენ უკრაინელ ხალხს მუდმივად ვუცხადებთ მხარდაჭერას, რაც კონკრეტული ნაბიჯებით გამოიხატება. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინელი მოსწავლეები, საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან.

 


ძვირფასო მოსწავლეებო და პედაგოგებო, მჯერა, ამ თბილ და მზრუნველ გარემოში ახალ მეგობრებს შეიძენთ და ერთად ასახელებთ უკრაინასა და საქართველოს.

 


კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს და წარმატებებს გისურვებთ!“

 

 

უკრაინულენოვანი სექტორის გახსნის ღონისძიებას საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრი კასიანოვი ესწრებოდა, რომელმაც სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის გულითადი მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს. კასიანოვის თქმით, ქართულმა მხარემ უმოკლეს დროში უზრუნველყო უკრაინულენოვანი სექტორის გახსნა, რაც უდიდესი მხარდაჭერის გამოხატულებაა.

 


სკოლა როგორც ქართულ, ისე უკრაინულ სექტორზე ჩარიცხულ მოსწავლეებს უსაფრთხო და პოზიტიურ სასწავლო გარემოში შესთავაზებს საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სამედიცინო და ფსიქოლოგიურ მომსახურებას. უკრაინელ მოსწავლეებს სკოლაში დახვდათ უკრაინული ენისა და ლიტერატურის კაბინეტი, რომელიც აღჭურვილია საბავშვო და საყმაწვილო უკრაინული ლიტერატურით.

 


საქართველოში უკრაინის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, შერჩეული არიან კვალიფიციური პედაგოგები ყველა საგნისათვის. მათ შორის არიან, როგორც უკრაინიდან ბოლო პერიოდში ჩამოსული, ისე ადგილობრივი უკრაინულენოვანი სპეციალისტები. მათ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი პირადად შეხვდა სასწავლო პროცესთან დაკავშირებით ესაუბრა. აღნიშნული მასწავლებლებისთვის ანაზღაურებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო გეგმის საათობრივი დატვირთვის შესაბამისად. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უკრაინულენოვან სექტორში დასაქმებული მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების ხელშეწყობასაც უზრუნველყოფს.

 


მიხეილ გრუშევსკის სახელობის 41-ე საჯარო სკოლის უკრაინულენოვანი სექტორის სასკოლო სასწავლო გეგმა შედგენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე. მოსწავლეები ისწავლიან როგორც სავალდებულო, ისე - ფაკულტატურ საგნებს ფორმალური კურიკულუმის ფარგლებში. ასევე, დაიგეგმება აქტივობები აღმზრდელობითი და არაფორმალური განათლების მიმართულებით.

 


უკრაინულენოვანი სექტორის მოსწავლეები შეისწავლიან ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩემი საქართველო". მოსწავლეებს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებშიც მიიღონ მონაწილეობა.

 


თბილისის 41-ე საჯარო სკოლის უკრაინულენოვან სექტორზე სწავლის სურვილი დღეისათვის 130-მა მოსწავლემ გამოთქვა. მათი რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია.

 


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ყველა მოსწავლე სწავლისთვის საჭირო სასკოლო სახელმძღვანელოებითა და ბუკებით უზრუნველყო. უკრაინელი მოსწავლეები ისარგებლებენ მობილური ინტერნეტ პაკეტის შეღავათიანი პირობებით სამინისტროსა და მობილურ ოპერატორებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

 


აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 426 მოსწავლე უკვე ჩარიცხულია.

 


საქართველოში უკრაინული სკოლა 1999 წელს, საქართველოში მცხოვრები უკრაინული დიასპორისა და უკრაინის საელჩოს მიმართვის საფუძველზე დაფუძნდა და ფუნქციონირებდა. 2005 წელს, მას შემდეგ რაც სკოლებს მიენიჭა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი, 41-ე სკოლის ოფიციალურ სახელწოდებაში უკვე აღარსად იყო მითითებული უკრაინული სკოლის სახელწოდება, თუმცა უკრაინულ ენაზე სწავლება სხვადასხვა საგანში მაინც მიმდინარეობდა. 2011 წელს, მას შემდეგ რაც, 56-ე საჯარო სკოლის ოპტიმიზაცია განხორციელდა 41-ე საჯარო სკოლასთან მიერთების გზით, უკრაინულ ენაზე სწავლება მილევად რეჟიმში გაგრძელდა. მას შემდეგ დაწყებით საფეხურზე უკრაინული კლასები აღარ გახსნილა და ფაქტობრივად უკრაინულმა სექტორმა ფუნქციონირება შეწყვიტა.

 


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 1999 წლის შემდეგ საქართველოში ოფიციალური სტატუსით პირველად დაფუძნდა უკრაინული სექტორი, სადაც ყველა საგნის სწავლება დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე განხორციელდება უკრაინულ ენაზე.

 

 

ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი