უკრაინის უშიშროების სამსახურმა ვლადიმერ პუტინის მოკავშირე, ვიქტორ მედვედჩუკი დააპატიმრა
13-04-2022, 10:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - უკრაინის უშიშროების სამსახურმა ქვეყნის ყველაზე მთავარი პრორუსი პოლიტიკოსი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოკავშირე, ვიქტორ მედვედჩუკი დააპატიმრა. მედვედჩუკი, რომელიც ხელმძღვანელობდა პარტიას ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის და რომელიც მხარს უჭერდა რუსეთთან მჭიდრო კავშირებს, თავდაპირველად 2021 წელს დააკავეს ღალატისა და ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით.

 


67 წლის მედვედჩუკი ბრალდებებს უარყოფს და მას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

 

 

მედვედჩუკი, რომელმაც პუტინი მისი შვილის ნათლიად გამოაცხადა, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია, რომლის ქონება ასობით მილიონ დოლარად არის შეფასებული. ის ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს რუსეთში. უკრაინამ მედვედჩუკს სანქციები დაუწესა 2021 წლის თებერვალში, გაყინა მისი აქტივები და რუსული პროპაგანდის ხელშეწყობის ბრალდებით მაუწყებლობა გაუთიშა მის კუთვნილ სამ ტელევიზიას.

 


მოგვიანებით მას ბრალი წაუყენეს და სასამართლო პროცესის მოლოდინში 24-საათიანი შინაპატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა, საქმის მოსამართლემ მედვედჩუკს გირაოს გადახდა დააკისრა და შინაპატიმრობიდან გაათავისუფლა. ღალატში ეჭვმიტანილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე გაიქცა, თუმცა უსაფრთხოების სამსახურმა მისი დაკავება მოახერხა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ რუსეთს მისი დატყვევებულ უკრაინელებში გაცვლა შესთავაზა.

 


მედვედჩუკს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა 2014 წელს უკრაინაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის.

 

კომენტარები: 1
#1   amnaseo
      
I’m happy to find so many useful info here in the post, thanks for sharing. I’ll bookmark your blog and take the feeds also!Delta 8 vape pens for sale
18 აპრილი 2022 14:37
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი