ზურაბ გურული: ...ამიტომ აღარ არის პარადოქსი, რომ საქართველოს მთავრობა ყველაზე გაუნათლებელი და უღირსი სპექტრითაა წარმოდგენილი
14-04-2022, 08:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

იყო დრო, საფრანგეთი და ამერიკა ნამდვილად მეგობრული ქვეყნები იყვნენ. საფრანგეთმა დიდი დახმარება გაუწია ამერიკას რევოლუციური ომების პერიოდში, მათ შორის სამხედროც. ფრანგები ამარაგებდნენ გენერალ ვაშინგტონის არმიას იარაღით, ტყვია-წამლით, სამხედრო ფორმებით; უშუალო ბრძოლებშიც ებმებოდნენ ბრიტანულ ფლოტთან. ფრანგებმა აჩუქეს ამერიკას თავისუფლების ქანდაკებაც.

 


არც ამერიკა დარჩენია საფრანგეთს ვალში. პირველი მსოფლიო ომის დროს მილიონამდე ამერიკელი იბრძოდა ფრანგებთან ერთად. მეორე მსოფლიო ომის დროს ხომ საერთოდ ამერიკას უნდა უმადლოდეს გათავისუფლებას საფრანგეთი.

 


და მაინც როდის და რატომ დაიწყო საფრანგეთმა ამერიკის ათვალწუნება?

 


-იყიდება ფრანგული შაშხანა; გაუსროლელი; მიწაზე დავარდნილი ერთჯერ - ცნობილი ამერიკული ხუმრობაა. საფრანგეთი მორალურად გაანადგურა ნაცისტურ გერმანიასთან სამარცხვინო მარცხმა. ოკუპაციის წლები და ვიშის კოლაბორაციული რეჟიმი საოცრად გამრყვნელი აღმოჩნდა მთელი ერისათვის, მაგრამ ამ რეჟიმსაც ჰქონდა თავისი წანამძღვრები. 1936 წელს, ბერლინის ოლიმპიადის საზეიმო გახსნის ცერემონიაზე, მთელი ფრანგული გუნდი ნაცისტურად ხელაწეული მიესალმა ჰიტლერს. ფრანგულ-გერმანული შეფარული სიმპათიები არაერთხელ მატერიალიზდა სამაგიეროდ; თუნდაც 1945-ში, როდესაც პარიზის გარნიზონის კომენდანტმა, გენერალმა დიტრიხ ფონ კოლტიტცმა ჰიტლერის ბრძანება „დაიკიდა“ და ქალაქი არ ააფეთქა. ფრანგულმა საზოგადოებამ საბოლოოდ ყველაზე მწარედ ფრანგი მეძავები დასაჯა გერმანელებთან კოლაბორაციისათვის. არადა ... ალბათ აქედან იწყება ფრანგული არასრულფასოვნების კომპლექსების ისტორია ამერიკელებთან მიმართებაში. ერები ძალიან წააგვანან ადამიანებს; ერთნაირი ფსიქოლოგია აქვთ.

 


ამიტომ, მაკრონი იქნება საფრანგეთის პრეზიდენტი თუ ლე პენი, ამერიკის მიმართ დამოკიდებულება ერთნაირი იქნება. იქნება, რადგან ფრანგებმა იციან, რომ ამერიკელებს მათი შერცხვენა აქვთ ნანახი და მათ ღირსებაზე ქილიკობენ. ამას არავინ მოითმენს; ვერ მოითმენს. სამხედრო დამარცხება ყველაზე უფრო შეურაცხმყოფელია ერისათვის, დაახლოებით ისე, როგორც საჯარო ფიზიკური დამცირება მამაკაცისათვის. სიკვდილიდან აღდგომა შესაძლებელია, მაგრამ სირცხვილის ჩამორეცხვა მხოლოდ სისხლით ხდება; ალტერნატივის გარეშე!

 


პათეტიკაა? არანაირად. 21-ე საუკუნეა და ომში გამოჩენილმა ფიზიკურმა სიმამაცემ და გამბედაობამ უკრაინელი ერი უცებ მსოფლიოს ავანსცენაზე დააყენა. ახალი ერი იბადება ჩვენს თვალწინ, ამაყი, უდრეკი, საკუთარ თავში დარწმუნებული, კომპლექსებისაგან სრულიად გათავისუფლებული. უკრაინა უკვე „განწირულია“ წარმატებისათვის. ის უკვე „უბნის უპირობო ყოჩია“. უკრაინასთან საქართველოს დგომა უკრაინელებს არაფერში სჭირდებათ; ეს ქართველებს სჭირდებათ საკუთარი კომპლექსების და შიშების მოსახსნელად. მეორე მსოფლიო ომის დროს „ქვემოდან გამოსვლამ“ სრულიად შეცვალა ფრანგები. რუსეთთან დაპირისპირებისას „ქვემოდან გამოსვლამ“ უმძიმესი კომპლექსები აჰკიდა ქართველებს; ფიზიკურად გადარჩენის პრიმიტიული ლტოლვის გაფეტიშებამ ხელმოცარულად აქცია ერი და ამიტომ აღარ არის პარადოქსი, რომ ქვეყნის მთავრობა ყველაზე გაუნათლებელი და უღირსი სპექტრითაა წარმოდგენილი. ამიტომ ...-იყიდება ქართული ხმალი, გამოყენებული მხოლოდ სცენაზე, ბუტაფორიულ ფარიკაობაში...

 

 

 

ზურაბ გურული,

 

ექიმი

 

წყარო: Facebook-ი

 

 

კომენტარები: 1
#1   amnaseo
      
Great Article it its really informative and innovative keep us posted with new updates. its was really valuable. thanks a lot.
Delta 8 Vape cartridges for sale online
17 აპრილი 2022 19:44
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი