სორტაში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ტრენინგი დასრულდა
16-04-2022, 10:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 


დანიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (DEMA) მენტორობით, საქართველოს ეროვნული გვარდიის რეზერვისტებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მონაწილეობით საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ერთკვირიანი ტრენინგი გაიმართა.

 

სწავლება უწყებათშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე სტიქიური უბედურებისა და კატასტროფების დროს საქართველოს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად.

 

ღონისძიება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კრიზისების მართვის ინიციატივის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც დანიური მხარე ხელმძღვანელობს.

 

11-14 აპრილს, სენაკში ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა სიტუაციური სავარჯიშოები გაიარეს, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ეროვნული გვარდიის ტრენერებმა ჩაატარეს, წვრთნებს ზედამხედველობას უწევდა DEMA-ს უფროსი ინსტრუქტორი.


ტრენინგის განმავლობაში წარმოჩინდა ეროვნული გვარდიის მხარდამჭერი როლი სამოქალაქო თავდაცვისა და საქართველოს ეროვნული საგანგებო სიტუაციების სისტემაში, რაც გათვალისწინებულია ეროვნულ გვარდიასა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შორის 2021 წელს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით.

 

„სიმულაციური გარემო შესაძლებლობას აძლევს მონაწილეებს განავითარონ და უკეთ გაიაზრონ საკუთარი ორგანიზაციების შესაძლებლობები, ასევე გამოავლინონ შესაძლო დაბრკოლებები საერთო მიზნის მისაღწევად“, - აღნიშნა უფროსმა ლეიტენანტმა დევიდ ჯონ დიკერმა, DEMA -ს უფროსმა ინსტრუქტორმა.

 

ტრენინგის განავლობაში მონაწილეებმა ხანძარსაწინააღმდეგო, სამაშველო და ევაკუაციის სავარჯიშოები გაიარეს. მათ გამოცდილება მიიღეს ქვიშის ტომრების მეშვეობით წყლის ბარიერებისა და რეზერვუარების შექმნაში, ვერტმფრენის დასაფრენი ზონის მოწყობაში, წყალმომარაგების სისტემის შექმნასა და ხანძარსაწინააღმდეგო ზოლის მოწყობაში. ტრენინგის დასრულების შემდეგ დანიის მთავრობა ქართულ მხარეს სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობას უსასყიდლოდ გადასცემს.


საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა და ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლევან გუგენიშვილმა აღნიშნეს, რომ ტრენინგი და დამატებით სამაშველო აღჭურვილობის გადმოცემა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საგანგებო სიტუაციების დროს სამოქალაქო მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად. „ბევრი გამოწვევის მიუხედავად, წინსვლისთვის მნიშვნელოვანია უწყებათშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობა.

 

მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა გვარდიამ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს კრიზისებზე რეაგირების მიმართულებით. მხოლოდ ნდობისა და თანამშრომლობის გაღრმავებით არის შესაძლებელი არსებულ გამოწვევებთან წარმატებით გამკლავება“, - განაცხადა SNGP კრიზისების მართვის ინიციატივის დანიელმა ლიდერმა, პოლკოვნიკმა სუზან კრისტენსენმა.

 


კრიზისების მართვის ინიციატივა პაკეტს 2016 წლის ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად დაემატა და მიზნად ისახავს საქართველოს სამოქალაქო კრიზისების მართვის სისტემის გაძლიერებას სტრატეგიულ, ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეებზე. ინიციატივა ემყარება და თანხვედრაშია ნატოს მდგრადობის ძირითად მოთხოვნებთან.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი