ირაკლი ღარიბაშვილი: თავდაცვის უწყების მიმართულებით იგეგმება სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი, თანამედროვე ბაზის მშენებლობა, ასევე გვინდა, თბილისშიც ავაშენოთ კადეტთა ლიცეუმი
18-04-2022, 11:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ მინდა რამდენიმე პროექტი გამოვყო; პირველი არის სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი, თანამედროვე ბაზის მშენებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საუბარია ბაზა, ე.წ მუხროვანის ბაზაზე, სადაც მასშტაბური სამუშაოები წელსვე დაიწყება.

 


„ჩვენი სურვილია, რეგიონში ეს იყოს ერთ-ერთი ყველაზე სანიმუშო ბაზა, ე.წ მუხროვანის ბაზა. იქ დაწყებულია სამუშაოები, მაგრამ ძალიან დიდი მასშტაბის სამუშაოებზეა საუბარი, რომელიც წელსვე დაიწყება და მაქსიმუმ 2-3 წელიწადში დასრულდება და გვექნება ერთ-ერთი ყველაზე სანიმუშო, სამაგალითო თანამედროვე სამხედრო ბაზა, სპეციალური ოპერაციების ბაზა. ასევე გვინდა, აღმოსავლეთ საქართველოშიც ავაშენოთ კადეტთა ლიცეუმი. მოგეხსენებათ, კადეტთა ერთი ლიცეუმი არსებობს ქუთაისში, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მოსახლეობაში და გვინდა, ანალოგიური კადეტთა ლიცეუმი ავაშენოთ თბილისში, კრწანისის რაიონში. ეს იქნება ახალგაზრდების სამხედრო, პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ცენტრი. მსგავსი ლიცეუმი ძალიან წარმატებით მუშაობს ქუთაისში და მეორე იქნება თბილისში“, - განაცხადა პრემიერმა.

 


მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე იგეგმება სამხედრო მუზეუმის კონცეფციაზე მუშაობის დაწყება, რომელიც კოვიდ-პანდემიის გამო დროებით შეჩერდა და ეს პროექტიც მივა ბოლომდე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი