ირაკლი ღარიბაშვილი: მომდევნო 3 წლის განმავლობაში 800 გასარემონტებელი სკოლიდან 80 ახალი სკოლის აშენება მოგვიწევს, 220 სკოლის სრული რეაბილიტაცია და დარჩენილის - ნაწილობრივი; ასევე, აშენდება 90 საბავშვო ბაღი და რეაბილიტირდება - 412
18-04-2022, 11:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ დღეს გვაქვს 800 სკოლა გასარემონტებელი, აქედან 80 ახალი სკოლის აშენება მოგვიწევს, 220 სკოლის სრული რეაბილიტაცია და დარჩენილის ნაწილობრივი რეაბილიტაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მთავარი ამოცანა უნდა იყოს სწორედ ის, რომ მომავალი თაობა, ბავშვები იზრდებოდნენ, განათლებას იღებდნენ ძალიან ჯანსაღ გარემოში.

 

 

„სკოლების მიმართულებით, ბოლო 8-9 წლის განმავლობაში, 175 სკოლა ავაშენეთ და 220-ზე მეტ სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ დღეს გვაქვს 800 სკოლა გასარემონტებელი, აქედან 80 ახალი სკოლის აშენება მოგვიწევს, 220 სკოლის სრული რეაბილიტაცია და დარჩენილის ნაწილობრივი რეაბილიტაცია. ჯამში 800 სკოლის მოწესრიგებას შეეხება აღნიშნული პროექტი.

 


ბიუჯეტი იქნება დაახლოებით მილიარდი ლარი და ჩვენ 800-ვე სკოლას, როგორც აღვნიშნე, ნაწილს გავარემონტებთ, ნაწილს ნაწილობრივ და 80 ახალ სკოლას ავაშენებთ მომდევნო 3 წლის განმავლობაში. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა.

 

 

ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით შევაფასეთ საბავშვო ბაღების მდგომარეობაც, რომელიც კრიტიკულია. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ძალიან ბევრი საბავშვო ბაღი, განსაკუთრებით რეგიონებში. ამიტომ, ასევე გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული, რომ აშენდება 90 საბავშვო ბაღი და რეაბილიტირდება - 412, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

 


დავიწყე რა საუბარი ბავშვების მდგომარეობით, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი ამოცანა უნდა იყოს სწორედ ის, რომ ჩვენი მომავალი თაობა, ბავშვები იზრდებოდნენ, განათლებას იღებდნენ ძალიან ჯანსაღ გარემოში. ამიტომ, მათთვის აუცილებელია, რომ სკოლები, საბავშვო ბაღები იყოს იდეალურ მდგომარეობაში. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და პრიორიტეტი“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი