საქართველოს გუნდი „ძლიერთა თამაშებში“ წარმატებით ასპარეზობს
18-04-2022, 13:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდი ჰააგაში მიმდინარე „ძლიერთა თამაშებში“ წარმატებით ასპარეზობს. ქართველმა სამხედროებმა რამდენიმე მედალი უკვე მოიპოვეს.

 


ალექსი ბერუაშვილმა 1500 მ სირბილში პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ლენდროვერ ჩელენჯში კი, მურთაზ ოსეფაიშვილი და ონისე ჯუღელი მესამე ადგილზე გავიდნენ და ბრინჯაოს მედლები მიიღეს.

 

 

ჰააგაში იმყოფება საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რომელიც ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს გულშემატკივრობს. თამაშების პარალელურად, ჯუანშერ ბურჭულაძე გაერთიანებული სამეფოს სასექსის ჰერცოგს (პრინცი ჰარი) შეხვდა და სამომავლოდ ტურნირის საქართველოში ჩატარების შესაძლებლობა განიხილა. ჰერცოგი ჰარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდის წევრებს გაესაუბრა და მათი აზრი მოისმინა, თუ რა გავლენას ახდენს „ძლიერთა თამაშები“ დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციის პროცესსა და მათ მოტივაციაზე.

 

 

„ძლიერთა თამაშები“ გაერთიანებული სამეფოს სასექსის ჰერცოგის (პრინცი ჰარის) პატრონაჟით 2014 წლიდან სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. 16-აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games) მონაწილეობის მისაღებად ჰააგაში მსოფლიოს 20 ქვეყნის 500 დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურე და მათი ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. თავდაცვის სამინისტროს გუნდი მონაწილეობს სპორტის სხვადასხვა სახეობაში: მჯდომარე ფრენბურთი, მშვილდოსნობა, ცურვა, ძალოსნობა, მძლეოსნობა, პარაკალათბურთი, ნიჩბოსნობა სავარჯიშო მოწყობილობაზე და ლენდ როვერის შეჯიბრი. სამხედრო მოსამსახურეებმა მომზადება გაიარეს წეროვანის მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში, თბილისის პარაგანვითარების ცენტრში, უწყების სპორტულ და სატრენაჟორო დარბაზებში.

 

 

თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებულთაგუნდმა სპორტულ ასპარეზობებში ოთხჯერ მიიღო მონაწილეობა და დიდ წარმატებებს მიაღწია. 2014 წელს, ლონდონში, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ შეყელაშვილმა მშვილდოსნობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2016 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ორლანდოში, ინდივიდუალურ შეჯიბრებაში (სირბილი), უმცროსმა სერჟანტმა გიორგი ბოჭორიშვილმა აიღო ვერცხლის მედალი, ხოლო მჯდომარე ფრენბურთის გუნდი მესამე ადგილზე გავიდა. 2017 და 2018 წლებში, კანადასა და ავსტრალიაში, მჯდომარე ფრენბურთის გუნდმა ოქროს მედლები მიიღო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი