თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინას NATO-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიები სურს, თუმცა გამოითქმება მოსაზრებები ამგვარი ვარიანტის წინააღმდეგ
19-04-2022, 17:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - თურქეთს სჯერა, რომ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის უთანხმოებების დიპლომატიური დარეგულირების გზები ამოწურული არ არის. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ანკარაში, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 


ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთ მოთხოვნად ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიები რჩება. მისი თქმით, ოფიციალური ანკარა ამ საკითხზე აქტიურად არის კონტაქტზე როგორც კიევთან, ისე იმ ქვეყნებთან, რომლებიც უკრაინულ მხარეს უნდა, რომ თავისი უსაფრთხოების გარანტორები იყვნენ.

 


„უკრაინა ისწრაფვის მიიღოს უსაფრთხოების იმგვარი გარანტიები, როგორიცაა ნატოს წესდების მე-5 მუხლი. გამოითქმება მოსაზრებები მსგავსი ვარიანტის წინააღმდეგ, განიხილება ალტერნატიული გზები სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

 


მან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთვის ეფექტური და სწრაფი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთი რუსეთისა და უკრაინის მომლაპარაკებელ დელეგაციებთან კავშირზე იმყოფება.

 

 

„უკრაინის საგზაო რუკის ერთ მაგალითს მოვიყვან: რუსული ჯარების ეტაპობრივი გაყვანა სანქციების რეჟიმის გადახედვის პარალელურად. ანუ, უკვე საჭიროა გაანალიზება ვარინტების, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას მოჰყვება და ნორმალიზების საფუძვლების ფორმირებას მოახდენს“, - თქვა თურქმა მინისტრმა.

 


მან ხაზი გაუსვა, რო დღეს მსოფლიო ახალი ცივი ომის დაწყების მომსწრე ხდება.

 

 

„შესაძლოა, უსაფრთხოების უზრუნველყოფას ათწლეულები დასჭირდეს, მაგრამ საჭიროა ქმედითი ნაბიჯები. თურქეთი მიისწრაფვის ამ საკითხზე ინიციატივა თავის თავზე აიღოს“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი