საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ჯეიმს აპატურაის უმასპინძლა
20-04-2022, 16:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების მიმართულებით, ჯეიმს აპატურაის მასპინძლობს. მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე ომზე და მის შედეგად რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების რთულ გარემოზე.

 

 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებს, მასთან გამკლავების საშუალებებს და ამ კონტექსტში ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, რაც საქართველოს მდგრადობასა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას ემსახურება. შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ლელა ჩიქოვანმა და დავით სუჯაშვილმა ისაუბრეს თავდაცვის ტრანსფორმაციის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და განხორციელებულ რეფორმებზე.

 


ხაზგასმით აღინიშნა კიბერთავდაცვის შესაძლებლობების განვითარების კუთხით მიღწეული პროგრესი და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კიბერუსაფრთხოების ინიციატივაში ნატო-ს და წევრი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელოვანი როლი. გამოიკვეთა განგრძობითი და მზარდი თანამშრომლობის აუცილებლობა, როგორც ნატო-ს ასევე ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებში. ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის რეფორმები და ნატო-სთან პრაქტიკული თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული პროგრესი და კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის მზადყოფნა საქართველოსთვის პრაქტიკული თანამშრომლობის მხარდაჭერის გაძლიერების მიმართულებით, მათ შორის ჰიბრიდული და კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების კიდევ უფრო გაუმჯობესების კუთხით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი