„ერთობლივი საწარმოს ფარგლებში, „დელტას“ ბაზაზე ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს გამოვუშვებთ“ - ჯუანშერ ბურჭულაძე
21-04-2022, 19:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


„წლის ბოლომდე, ერთობლივი საწარმოს ფარგლებში "დელტას" ბაზაზე ჩვენ უკვე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გადაცემაში განაცხადა, სადაც სამხედრო მრეწველობის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამხედრო ინდუსტრიის განვითარების მიზნით მუშაობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების მიმართულებით უკვე რეალური ნაბიჯები გადაიდგა. „უპილოტოების მიმართულებით ჩვენ უკვე დავასრულეთ ბიუროკრატიული შეთანხმება, ხელი მოვაწერეთ და დავაფუძნეთ ერთობლივი საწარმო. უკვე რეალურ ნაბიჯებზე გადავდივართ წარმოების დასაწყებად. ვგეგმავთ, რომ წლის ბოლომდე ერთობლივი საწარმოს ფარგლებში "დელტას" ბაზაზე უკვე გამოვუშვათ ქართული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 


მინისტრმა საქართველოში ნატოს სტანდარტის ავტომატური შაშხანის GI-4 (5.56) წარმოებაზეც ისაუბრა, რომელიც ქართულ-ებრაულ საწარმოში - „დელტა სიეიეი" მზადდება. მისი განცხადებით, წარმატებით დასრულდა სატესტო რეჟიმში შაშხანების წარმოება და მალე პროდუქციის მასიური წარმოება დაიწყება.

 


ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების განვითარების გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. „თავდაცვის ძალები ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ქვაკუთხედია. ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით ძალიან დიდი ნაბიჯები გადავდგით. 2019 წლიდან ეს განსაკუთრებით საგრძნობი იყო. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ ინსტიტუციური სისტემა, რომელზეც უნდა დაშენდეს ჩვენი უსაფრთხოების, ჩვენი ჯარის განვითარების მომავალი. დავისახეთ 10-წლიანი გრძელვადიანი განვითარების გეგმა, სადაც გაწერილია, თუ რა შედეგს უნდა მივაღწიოთ მომდევნო 10 წლის განმავლობაში სამხედრო განვითარების კუთხით“, - განაცხადა მინისტრმა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო პარტნიორების გახშირებულ ვიზიტებსა და წვრთნების გაზრდილ დინამიკაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი