ჯუანშერ ბურჭულაძე: „ევროკავშირი არ არის მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური მიზანი, ეს არის პასუხი უსაფრთხოების გამოწვევებზე, ნაბიჯი იმ უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად და იმ მიზნისთვის, რასაც ჰქვია ნატო“
21-04-2022, 19:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


„ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გადაცემა „ქრონიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის ფონზე, რეგიონსა და საქართველოში არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომმა საფრთხეების ინტენსივობა გაზარდა და რეგიონში უსაფრთხოების გარემოს პრობლემები უფრო აქტუალური გახადა.

 


მინისტრმა აღნიშნა, რომ ოკუპაციისა და უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია: „ჩვენ ვცხოვრობთ ოკუპაციის პირობებში, ურთულეს რეგიონში ურთულესი გამოწვევების წინაშე. უკრაინის ომმა ეს გამოწვევები კიდევ უფრო აქტუალურ ფაზაში გადაიყვანა. გააქტიურებულია ის გამოწვევები, რომელიც საქართველოს წინაშე ათეულობით წლების განმავლობაში არსებობდა და ჩვენ რა თქმა უნდა, ამ გამოწვევებს უნდა შევხვდეთ ახალი მზადყოფნითა და ახალი პასუხებით“.

 


თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზაობა, გახდეს იმ ცივილური სამყაროს ნაწილი, რომელიც ქართველ ხალხს აქვს არჩეული. მზადყოფნის დონისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების პროცესში, მინისტრმა ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან პრაქტიკული თანამშრომლობასა და მათ მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება და უკანასკნელ პერიოდში ამ კუთხით თავდაცვის უწყების მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ისაუბრა.

 


„თავდაცვის ძალები ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ქვაკუთხედია. ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით ძალიან დიდი ნაბიჯები გადავდგით. პარტნიორებთან ერთად ისეთი ინსტიტუციური სისტემა ჩამოვაყალიბეთ, რომელზეც ჩვენი უსაფრთხოების, ჩვენი ჯარის განვითარების მომავალი უნდა დაშენდეს“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

კომენტარები: 2
#2   Kelvin
      
Hi there to all, it's in fact a nice for me to pay a visit this site, it
consists of priceless Information.

Also visit my web site; บทความ
23 აპრილი 2022 13:34
#1   Nadine
      
Hi! This is kind of off topic but I need some guidance
from an established blog. Is it difficult to set up your
own blog? I'm not very techincal but I can figure things out pretty fast.
I'm thinking about creating my own but I'm not sure where to start.
Do you have any ideas or suggestions? With thanks

my blog: slot
gacor 2022
23 აპრილი 2022 04:11
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი