„მივაღწიეთ ძალიან დიდ შედეგს, უკვე ავიღეთ 6 მედალი - 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო“ - თავდაცვის მინისტრმა „ძლიერთა თამაშებში“ მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა
21-04-2022, 19:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ იმედის საინფორმაციო გადაცემაში „ქრონიკა“ თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდს ჰააგაში მიმდინარე „ძლიერთა თამაშებში“ წარმატებით ასპარეზობა მიულოცა და გუნდის მიღწევებზე ისაუბრა: „წელს ჩვენ მივაღწიეთ ძალიან დიდ შედეგს, უკვე ავიღეთ 6 მედალი - 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ჩვენი მოცულობის ქვეყნისთვის ეს არის ძალიან დიდი წარმატება“.

 


ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ჰააგაში ვიზიტისას გაერთიანებული სამეფოს სასექსის ჰერცოგს (პრინცი ჰარი) შეხვდა და მასთან სამომავლოდ ტურნირის საქართველოში ჩატარების შესაძლებლობა განიხილა. „მიუხედავად იმისა, რომ გრაფიკში უკვე არის რამდენიმე წელი დაჯავშნილი, თუ სად უნდა გაიმართოს აღნიშნული ღონისძიება, მე ვისაუბრე პირადად პრინცთან ამის თაობაზე და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ განხილვას, რომ საქართველო იყოს აღნიშნული ღონისძიების მასპინძელი“, - განაცხადა მინისტრმა.

 


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების 20-კაციანი ჯგუფი ნიდერლანდებში იმყოფება სადაც 16 აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით „ძლიერთა თამაშები“ (Invictus Games) იმართება. დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდმა „ძლიერთა თამაშებში“ 1500 და 200 მეტრ მანძილზე სირბილში ორი ოქროს, მჯდომარე ფრენბურთში და 100-მეტრიან დისტანციაზე მორბენალთა შეჯიბრში ორი ვერცხლის, ხოლო ლენდროვერ ჩელენჯში და 100 მეტრიან ეტლით რბოლაში ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი