ქვეყნის მასშტაბით სამხედრო საკონტრაქტო სამსახურთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს
27-04-2022, 11:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამსახურში მოქალაქეების მიღების შესახებ საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს. საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში სამხედრო მოსამსახურეები მოქალაქეებთან პირისპირ შეხვედრებს მართავენ. დღეს შეხვედრები გაიმართა ზუგდიდში, ფოთში, ახალციხეში, ფასანაურსა და ყაზბეგში.

 


მოქალაქეთა მხრიდან სამხედრო საქმით დაინტერესება დიდია, განსაკუთრებით ახალგაზრდები აქტიურობენ. მათ საკონტრაქტო სამსახურის პარალელურად, უმაღლეს სასწავლებლებში შეღავათებთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები. სამხედრო მოსამსახურეებმა მოქალაქეებს განუმარტეს, რომ ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლების სტუდენტებს უწყება 50%-ან (არაუმეტეს 1125 ლარი) სწავლის თანადაფინანსებას, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის კი, სტიპენდიას - სემესტრულად 750 ლარის ოდენობით სთავაზობს. საუბარი შეეხო სამხედრო კარიერული განვითარების საკითხსაც.

 


სამხედროებმა აღნიშნეს, რომ თავდაცვის უწყებაში იქმნება მოტივაციის ამაღლებისათვის საუკეთესო პირობები, უმჯობესდება განათლების შესაძლებლობები და იხვეწება კარიერული წინსვლის სისტემა. ჯარისკაცებს ნატოს სტანდარტების პროფესიული და კარიერული განვითარების, ასევე უცხო ენების შესწავლისა და საზღვარგარეთ კურსების გავლის შესაძლებლობა აქვთ. სამხედროების თქმით, თავდაცვის ძალები ორიენტირებულია ჯარისკაცი სამსახურში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით მისი დასრულების შემდეგაც იყოს უფრო კონკურენტული. თავდაცვის ძალები მათ დამატებითი პროფესიის არჩევის საშუალებასაც აძლევს და უწყებაში არსებულ და სამოქალაქო პროფესიულ სასწავლებლებში დამატებითი პროფესიით ამზადებს. მოქალაქეთა კითხვები თავდაცვის ძალებში პროფესიით დასაქმების შესაძლებლობასაც შეეხებოდა. აღინიშნა, რომ 18-დან 40 წლის ჩათვლით მოქალაქეებს თავდაცვის ძალებში დასაქმება საკუთარი პროფესიითაც შეუძლიათ. სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში რეგისტრაციის პროცედურები მაქსიმალურად გამარტივებულია.

 


რეგისტრაცია მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია ონლაინ - Onlinebct.mod.gov.ge; ასევე, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში - თბილისი, გორი, ქუთაისი, სენაკი, ბათუმი და თელავი, იუსტიციის სახლებსა და რეკრუტირების მობილურ მანქანაში. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურისა და თავდაცვის ძალებში პროფესიით დასაქმების შესახებ საინფორმაციო კამპანია ქვეყნის მასშტაბით ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი