რუსეთის თავდაცვის მინისტრი დაიმუქრა, რომ იარაღით და საბრძოლო მასალებით დატვირთული NATO-ს ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც უკრაინაში შევა, განადგურდება
04-05-2022, 15:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ნატოს მოკავშირეები განაგრძობენ უკრაინის იარაღით მომარაგებას და დაიმუქრა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი შეიარაღებით და საბრძოლო მასალებით დატვირთული NATO-ს ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც უკრაინაში შევა, განადგურდება.

 

 

შოიგუს თქმით, სპეცოპერაციის ფარგლებში, რუსეთის სამხედრო ძალები დონბასის მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, ავლენენ სიმამაცეს და პატიოსნად ასრულებენ თავიანთ სამხედრო ვალდებულებას. „რუსული შეიარაღებული ძალები განაგრძობენ ყველა ამოცანის შესრულებას, რომელიც უმაღლესი მთავარსარდლის მიერ არის დასახული“, - განაცხადა სერგეი შოიგუმ და დაამატა:

 


„ნაციონალისტებისგან გათავისუფლებულ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და უკრაინის ტერიტორიებზე მშვიდი ცხოვრება მყარდება, მათ შორის მარიუპოლში - ყველაზე დიდ სამრეწველო და სატრანსპორტო კერაში აზოვის ზღვაზე. ის რუსული არმიის კონტროლის ქვეშაა. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ სპეცოპერაციას. ამჟამად, რუსეთის არმიის ქვედანაყოფები, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო მილიციასთან ერთად, აფართოებენ კონტროლს“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი