თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში კონფერენცია გაიმართა
06-05-2022, 11:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ (DIBS) კონფერენციას უმასპინძლა, რომელიც სასწავლო ინსტიტუტებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობას ისახავდა მიზნად. „სწავლა და განვითარება: გამოცდილების გაზიარება და საუკეთესო მაგალითები“ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტს შორის 5-წლიანი თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.

 

 

კონფერენციის დახურვაზე მონაწილეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ მიმართა სიტყვით და საჯარო სამსახურისა და კერძო სექტორის ტრენინგ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სკოლის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა, ნიდერლადების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარია ქრისტინა ვან კოლდამმა, კლინგენდაელის აკადემიის დირექტორმა რონ ტონმა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს წარმომადგენელმა თავდაცვის სტრატეგიულ საკითხებში ქლერ ავისონმა.

 

 

ღონისძიება მიზნად ისახავდა საჯარო და კერძო სექტორის ტრენინგ და სასწავლო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, წარმატებული პროექტების გაცნობას, საუკეთესო გამოცდილებისა და მაგალითების გაზიარებას. სამუშაო შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებმა დისტანციური სწავლებისა და სხვა კრეატიული, ციფრული და ინოვაციური საშუალებების, სწავლისა და ორგანიზაციის მართვის პროცესებში გამოყენების წახალისების მეთოდებიც განიხილეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი