სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მიღება გრძელდება
07-05-2022, 16:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საინფორმაციო კამპანია საკონტრაქტო სამსახურში მოქალაქეების მიღების შესახებ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. სამხედრო მოსამსახურეები შეხვედრებს ქვემო ქართლშიც მართავენ. ისინი მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის მაცხოვრებლებს საკონტრაქტო სამსახურის პირობებს, ასევე თავდაცვის ძალებში პროფესიით დასაქმების შესაძლებლობებს აცნობენ.

 


პირისპირ შეხვედრისას მოქალაქეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს პასუხები.
ჯარისკაცებმა ისაუბრეს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღების პროცედურასა და
ტერიტორიული პრინციპით დასაქმების შესაძლებლობაზე. განსაკუთრებული ადგილი
დაეთმო პოტენციური რეკრუტების ანაზღაურების საკითხს, რაც იზრდება წოდების,
თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის მიხედვით. მოქალაქეებს კონტრაქტის დასრულების
შემდეგ გათვალისწინებული დანამატების საკითხიც დააინტერესდათ.

 

 

გასაუბრებისას მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო სამხედროების მხარდაჭერას სოციალური
კუთხით, ქვედანაყოფებში მათთვის გაუმჯობესებულ პირობებს, ინფრასტრუქტურის,
კვების, სამედიცინო და სამართლებრივი მხარდაჭერის, კარიერული განვითარებისა და
სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგაც კი, ჯარისკაცების კონკურენტუნარიანობის
საკითხებს. მოქალაქეების ინტერესი გამოიწვია საკუთარი პროფესიით თავდაცვის ძალებში
დასაქმების თემამ.

 


სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში რეგისტრაციის პროცედურები მაქსიმალურად
გამარტივებულია. რეგისტრაცია მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია ონლაინ -
Onlinebct.mod.gov.ge; ასევე, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში - თბილისი, გორი,
ქუთაისი, სენაკი, ბათუმი და თელავი, იუსტიციის სახლებსა და რეკრუტირების მობილურ
მანქანაში. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურისა და თავდაცვის ძალებში პროფესიით
დასაქმების შესახებ საინფორმაციო კამპანია ქვეყნის მასშტაბით ორი კვირის განმავლობაში
გაგრძელდება.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი