საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აჭარის რეგიონში სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ეცნობა.
ამჯერად მინისტრი ქობულეთში, სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე იმყოფებოდა.
მან სარემონტო და დასრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
თავდაცვის მინისტრმა ბაზის ტერიტორიაზე ჯარისკაცებისთვის ახლად გახსნილი სასადილო,
ახლადგარემონტებული ყაზარმები დაათვალიერა და დასრულებული ეკლესიაც მოინახულა.
ქართველი სამხედროებისთვის ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი პირობების
შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად
დანიშვნის პერიოდიდან ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა არსებული ინფრასტრუქტურის
სრული განახლება. აღნიშნული პროცესი აქტიურად გრძელდება და სამხედრო ბაზებზე
ასობით ობიექტი აშენდა, გარემონტდა და მოწესრიგდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.