აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ემზადება
11-05-2022, 08:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ემზადება და აღმოსავლეთში გამარჯვებითაც კი შესაძლოა, კონფლიქტი არ დასრულდეს. უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში სასტიკი ბრძოლები გრძელდება და რუსეთი ცდილობს ტერიტორიის აღებას. მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიევის აღების მცდელობებს მძაფრი წინააღმდეგობა გაუწია, მოსკოვმა აქცენტი აღმოსავლეთ ნაწილზე გააკეთა და დონბასის რეგიონის ხელში ჩაგდების მიზნით თავისი ჯარების გადაჯგუფება მოახდინა, თუმცა, აშშ-ის დაზვერვის განცხადებით, ამის მიუხედავად, რუსული ჯარები ჩიხში რჩებიან.

 


ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ავრილ ჰეინსმა სამშაბათს, აშშ-ის სენატის კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა, რომ პუტინი კვლავ აპირებს „მიაღწიოს მიზნებს დონბასის მიღმა“, მაგრამ ის „აწყდება შეუსაბამობას მის ამბიციებსა და რუსეთის ამჟამინდელ კონვენციურ სამხედრო შესაძლებლობებს შორის“.

 

 

მისი შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტს შეუძლია მიმართოს „უფრო მკვეთრ საშუალებებს“, რადგან ომი გრძელდება - თუმცა, მოსკოვი ატომურ იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ პუტინი აღიქვამს „ეგზისტენციალურ საფრთხეს“ რუსეთისთვის. თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა სკოტ ბერიერმა იმავე მოსმენაზე განაცხადა, რომ რუსები და უკრაინელები „ცოტათი ჩიხში არიან“.

 

 

უკრაინა აცხადებს, რომ ბოლო ბრძოლებში ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთში ოთხი დასახლება დაიბრუნეს. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის წარმატება თანდათან აიძულებს რუსულ ძალებს უკან დაიხიონ ხარკოვიდან, რომელიც ომის დაწყებიდან რუსული ბომბების ქვეშ იმყოფება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი