ლეონიდ კრავჩუკი, დამოუკიდებელი უკრაინის პირველი პრეზიდენტი, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა
11-05-2022, 07:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ლეონიდ კრავჩუკი, დამოუკიდებელი უკრაინის პირველი პრეზიდენტი, 88 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. იგი პრეზიდენტის პოსტს 1991-1994 წლებში იკავებდა, 1994-2006 წლებში კი ქვეყნის უმაღლესი რადას, პარლამენტის წევრი იყო.

 

 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კრავჩუკი მოთავსებული იყო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 2021 წლის ივნისში გულის ოპერაციის შემდეგ გართულებების შედეგად.

 


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კრავჩუკს უწოდა ბრძენი ლიდერი, რომელიც ხელმძღვანელობდა ქვეყანას საბჭოთა მმართველობისგან დამოუკიდებლობის ქაოტურ პირველ წლებში.

 


„ის იყო ადამიანი, რომელსაც ყოველთვის შეეძლო ბრძნული სიტყვების პოვნა და მათი ისე გამოხატვა, რომ ის ყველა უკრაინელს ესმოდა, განსაკუთრებით კრიზისის დროს, როდესაც მთელი ქვეყნის მომავალი შეიძლება დამოკიდებული იყოს ერთი ადამიანის სიბრძნეზე“, - თქვა ზელენსკიმ თავის ღამის ვიდეომიმართვაში.

 


უკრაინის პარლამენტის უმაღლესი რადას ყოფილმა სპიკერმა, დმიტრო რაზუმკოვმა კრავჩუკის გარდაცვალებას უწოდა „დიდი დანაკლისი მთელი უკრაინისთვის“. „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რაზუმკოვმა კრავჩუკს უწოდა „ფიგურა, რომელიც მხარს უჭერდა თანამედროვე უკრაინის სახელმწიფოებრიობის საწყისებს“.

 


კრავჩუკი იყო ერთ-ერთი, საბჭოთა ლიდერების ტრიოდან, რომლებმაც ხელი მოაწერეს ბელავეჟის შეთანხმებას, 1991 წლის 8 დეკემბერს, რომლის პრეამბულაში ნათქვამია, რომ საბჭოთა კავშირმა არსებობა შეწყვიტა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი