აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა დაუთმოს ტერიტორია რუსეთს იმისათვის, რომ ომი დასრულდეს
24-05-2022, 20:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა დაუთმოს ტერიტორია რუსეთს იმისათვის, რომ შეჭრა დასრულდეს. მან დაჟინებით მოუწოდა შეერთებულ შტატებს და დასავლეთს არ ეცადონ რუსეთის დამამცირებელ დამარცხებას უკრაინაში და გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ ამან შესაძლოა, ევროპის გრძელვადიანი სტაბილურობა გააუარესოს.

 


მან ასევე თქვა, რომ დასავლეთის სახელმწიფოებს უნდა ახსოვდეთ რუსეთის მნიშვნელობა ევროპისათვის და არ უნდა იმოქმედონ „მომენტის განწყობით“. ამავე დროს, კისინჯერმა დასავლეთს მოუწოდა, რომ აიძულოს უკრაინა დაეთანხმოს მოლაპარაკებებს „მანამდე არსებული სტატუს ქვოთი“.

 


„მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს მომდევნო ორი თვის განმავლობაში, სანამ შეიქმნება რყევები და დაძაბულობა, რომელიც ადვილად არ დაიძლევა. იდეალურ შემთხვევაში, გამყოფი ხაზი უნდა იყოს დაბრუნებული მანამდე არსებულ სტატუს ქვოში. ამის მიღმა ომის გაგრძელება არ იქნება უკრაინის თავისუფლებისთვის, არამედ ეს იქნება ახალი ომი თავად რუსეთის წინააღმდეგ“, - თქვა 99 წელს მიღწეულმა კისინჯერმა, Daily Telegraph-ის ცნობით.

 


„სტატუს კვო ანტე“, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტების - რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა ახსენა, გულისხმობს სიტუაციის აღდგენას, როდესაც რუსეთი ოფიციალურად აკონტროლებდა ყირიმს და არაფორმალურად აკონტროლებდა უკრაინის ორ აღმოსავლეთ რეგიონს, ლუგანსკსა და დონეცკს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად მისი პირობების ნაწილი მოიცავს რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე არსებული საზღვრების აღდგენას.

 

 

კისინჯერმა, დიდი ხნის დამცველმა რეალპოლიტიკის მიდგომის, რომელიც სახელმწიფოებისთვის პრაქტიკულ მიზნებს მორალისა და პრინციპების წინ აყენებს, დაჟინებით მოუწოდა ევროპელ ლიდერებს მხედველობიდან არ დაკარგონ რუსეთის ადგილი ევროპაში და არ გარისკონ, რომ ქვეყანამ მუდმივი ალიანსი შექმნას ჩინეთთან. „იმედი მაქვს, რომ უკრაინელები თავიანთ ნაჩვენებ გმირობას სიბრძნეს გაუტოლებენ“, - თქვა კისინჯერმა.

 

კომენტარები: 1
#1   morgan
      
He is supposed to fully represent the buyer's interest in the business operations, that is, he is just a bilingual colleague of the buyer working in the procurement/buying office. China souring company
30 მაი 2022 15:55
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი