„სადაა ჩხენკელის სამინისტრო, რომელიც კაბინეტიდან აკვირდება სიტუაციას, საიდანაც არ ჩანს გამწარებული მშობლების ამალა და გულდაწყვეტილი ბავშვები?“ - ნინი ტყებუჩავა
25-05-2022, 12:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დღევანდელი დღე იყო მარაზმი. სანამ რეგისტრაცია დაიწყებოდა, მობილიზება გავაკეთე და სრული პასუხისმგებლობით, ენთუზიაზმით მივუდექით საკითხს. შედეგი იყო 0 ადგილი #221 სკოლაში. ეს ცალსახად მიანიშნებს ყოვლად უსამართლო, გაუმართავ სისტემაზე“, - ამის შესახებ ერთ-ერთი მშობელი, ნინი ტყებუჩავა „ფეისბუქში“ წერს.

 


„როგორ შეიძლება პირველკლასელს კომპიუტერის ქსელის და ინტერნეტის სიჩქარეზე აუწყო მომავალი ცხოვრება?! პასუხის გაგებისთანავე ბავშვი გულამოსკვნილი ტიროდა და რატომ? რატომაა ასეთი უსამართლობა?! ყველა ბავშვს აქვს განათლების მიღების უფლება!!!

 


სად არის გამგეობა, საკითხს რომ არ აყენებს წინაპლანზე? მერია? ამდენი კორპუსის მშენებლობის ნებართვას რომ გასცემს, სკოლა არ სჭირდება ამ ხალხს? და ბოლოს სადაა ჩხენკელის სამინისტრო, რომელიც კაბინეტიდან აკვირდება სიტუაციას, საიდანაც არ ჩანს გამწარებული მშობლების ამალა და გულდაწყვეტილი ბავშვები? მაგრამ საჯარო სამსახურში მომუშავეებს ან თანამდებობაზე მყოფი პირების ნათესავებს ეს პრობლემა არ აქვთ, რადგან ადგილები „დარიგებულია“.

 


(ვერ ვნიშნავ განთლების სამინისტროს და მერიას) კომენტარებს შლიან, მესიჯზე არ მპასუხობენ.

 


ხომ არ ფიქრობთ მეგობრებო, რომ ერთად შეკრება და სკოლის საკითხის გაპროტესტება, შედეგს გამოიღებს და ჩვენი ერთიანობით დავანახვებთ რეალურად, რამხელა პრობლემის წინაშე ვდგავართ?

 


ვისაც შეუძლია შეხვედრის ორგანიზება გამგებელთან, მერიის წარმომადგენელთან, განათლების სამინისტროს წარმომადგენელთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელთან, გთხოვთ, იქნებ დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში და რაც მთავარია, ჩვენი შვილებისთვის გადავდგათ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ამით სკოლის მომავალ მოსწავლეებსაც დავეხმარებით“, - წერს პირველკლასელთა რეგისტრაციის არსებული სისტემით უკმაყოფილო ნინი ტყებუჩავა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი