ჯუანშერ ბურჭულაძე: „გზა ევროპისკენ არის ქართველი ხალხის ღირებულებითი არჩევანი“
26-05-2022, 14:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღე გამოხატავს ქართველი ხალხის გმირულ წარსულს, მის ისტორიას, დიდ კულტურასა და იმ ღირებულებების ერთგულებას, რასაც ქვეყნის მომავალი ეფუძნება. „დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველა პროფესიის, მრწამსისა და შეხედულების ადამიანს, რომლებიც ყოველდღიურად თავისი შრომით აძლიერებენ საქართველოს და ქმნიან მის ევროპულ მომავალს“, - აღნიშნა მან.

 


დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ევროპულ მომავალზე გაამახვილა ყურადღება. ჯუანშერ ბურჭულაძის განმარტებით, გზა ევროპისკენ ქართველი ხალხის საკუთარი ევროპული იდენტობისკენ სვლაა - „გზა ევროპისკენ ყოველთვის იყო ქართველთა საუკუნოვანი ოცნება, რადგან ჩვენი კულტურა თავისი არსით იყო ევროპული ფესვებიდან აღმოცენებული და მასზე გაზრდილი. ჩვენი ხალხის ნება ურყევი და მტკიცეა, ჩვენი ხალხი ვერასოდეს დაუპირისპირდება თავის ევროპულ იდენტობას, გზა ევროპისკენ არის მისი ღირებულებითი არჩევანი“. თავდაცვის მინისტრმასიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობაზე. „საქართველოს ევროპული პერსპექტივის დაჩქარება ჩვენს რეგიონში აუცილებლად მოიტანს მეტ მშვიდობასა და განვითარებას. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო იყოს ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი“, - აღნიშნა მან.საკუთარ სიტყვაში თავდაცვის მინისტრმა ქვეყნისთვის ევროატლანტიკური მისწრაფებების მნიშვნელობა კიდევ ერთხელ განმარტა: „გზა ევროპისკენ და ევროატლანტიკური სივრცისკენ ნიშნავს ძლიერ და სტაბილურ საქართველოს. ეს არის გზა უსაფრთხოებისკენ, კეთილდღეობისა და ჩვენი თითოეული მოქალაქის უკეთესი ხვალინდელი დღისკენ“.

 


წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით სლოგანით - „ევროპისკენ“ მიმდინარეობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი