"თბილისის მერია სარეკლამო რგოლით მოსახლეობას ამზადებს, რომ დედაქალაქში შეიქმნება სხვადასხვა პრობლემა"
24-01-2014, 16:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი, კანონი თავისუფლების" თავმჯდომარე თბილისის მერიას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. გიორგი ჯულუხიძე აუდიტის სამსახურს მერიის საქმიანობით დაინტერესებას ურჩევს.

 

როგორც გიორგი ჯულუხიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თბილისის მერია 600 000 ლარს ახალი ამბების მომსახურებასა და სარეკლამო კლიპების განთავსებაში ხარჯავს. მისი თქმით, ორგანიზაციამ განახორციელა მოკვლევა, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ 565 000 ლარიდან, რომელიც სარეკლამო კლიპების განთავსებაზეა მიმართული, 52 917 ლარის რეკლამა უკვე განთავსებულია ტელეკომპანიებში – "რუსთავი 2″, "იმედი" და "მაესტრო".


ჭულუხაძის ინფორმაციით, "რუსთავი 2″-ზე რეკლამის განთავსების ბიუჯეტი 24 735 ლარს, "იმედზე" – 21 969 ლარს, ხოლო "მაესტროზე" – 6 213 ლარს შეადგენს. ხელშეკრულების შემსრულებელია შპს "თბს ტვ სტუდია". ხელშეკრულება ძალაში 10 იანვარს შევიდა და მისი მოქმედების ვადა 31 დეკემბრამდეა. "სარეკლამო რგოლი, რომელიც სამივე არხზე საინფორმაციო გამოშვების დროს გადის ეთერში, ქალაქში მოსალოდნელი საფრთხეების წარმოჩენას ემსახურება. თბილისის მერია სარეკლამო რგოლით მოსახლეობას ამზადებს, რომ ქალაქში უახლოეს მომავალში შეიქმნება სხვადასხვა პრობლემა, ნაცვლად იმისა, რომ 53 000 ლარი დედაქალაქის დასუფთავებას და სხვა საკითხებს მოახმაროს", – აღნიშნა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.


მისივე თქმით, თბილისის მერიას ამ მომენტისთვის გამოცხადებული აქვს ტენდერი, რომელიც ითვალისწინებს თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრის "ბიგ ბენდისთვის" სხვადასხვა აპარატურისა და აქსესუარების შესყიდვას. ამ აპარატურის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 194 270 ლარს შეადგენს. "ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ავტობუსების ტენდერის შეჩერება, რომელმაც როგორც თბილისელებს, ასევე თავად ამ ტენდერში მონაწილე ბიზნესკომპანიებს შეუქმნა პრობლემები, დედაქალაქის მოსახლეობის აღშფოთებას ემსახურება. მიგვაჩნია, რომ თბილისის მერიის საქმიანობა საჭიროებს დაუყოვნებლივ შესწავლას, რათა დედაქალაქის მთავრობას თანხების არამიზნობრივად განკარგვის საშუალება არ მიეცეს", – აღნიშნა გიორგი ჭულუხაძემ.


ორგანიზაცია მოუწოდებს აუდიტის სამსახურს, დაინტერესდეს თბილისის მერიის საქმიანობით. "ჩვენ მზად ვართ, დაინტერესების შემთხვევაში, ტენდერებზე ყველა ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია დოკუმენტალურად მივაწოდოთ აუდიტის სამსახურს და ყველა დაინტერესებულ მხარეს", – აღნიშნა მან.

 

 

 

 


http://kvira.ge/?p=2999 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი