ევროკავშირმა რუსული ნავთობის აკრძალვის შესახებ კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწია
31-05-2022, 09:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ევროკავშირის ლიდერები რუსული ნავთობის იმპორტის ორ-მესამედზე მეტის დაბლოკვაზე შეთანხმდნენ. აკრძალვა წარმოადგენს კომპრომისს, რომელიც უნგრეთის წინააღმდეგობის გამო მილსადენის ნავთობის იმპორტზე არ იმოქმედებს და სანქციები შეეხება მხოლოდ იმ რუსულ ნავთობს, რომლის ევროპაში ტრანსპორტირებაც ზღვის მეშვეობით ხდება.  

 


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება რუსული ომის მანქანის „დაფინანსების უზარმაზარი წყაროს“ შეწყვეტაა. ეს არის ბრიუსელის სამიტზე დამტკიცებული სანქციების მეექვსე პაკეტის ნაწილი, რომელზეც 27-ვე წევრი ქვეყანა უნდა შეთანხმებულიყო.

 

 

მიშელმა თქვა, რომ ევროკავშირი ასევე შეთანხმდა რუსეთის უმსხვილესი ბანკის, „სბერბანკის“ და სამი სახელმწიფო მაუწყებელის მიმართ მძიმე ზომების გატარებას.

 

 

ევროკავშირის წევრები საათების განმავლობაში ცდილობდნენ რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ უთანხმოების დაძლევას, რომლის მთავარი მოწინააღმდეგე უნგრეთი იყო, რომელიც თავისი ნავთობის 65%-ის იმპორტს რუსეთიდან მილსადენის მეშვეობით ახორციელებს. 

 

 

სხვა ხმელეთით გარშემორტყმულმა ქვეყნებმა, სლოვაკეთმა და ჩეხეთის რესპუბლიკამ რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების გამო, ასევე მეტი დრო ითხოვეს.

 

 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მოლაპარაკებების დროს მკაცრი პოზიცია შეინარჩუნა და ევროკომისია დაადანაშაულა წევრ ქვეყნებთან რუსული ნავთობის აკრძალვის შესახებ სათანადო მოლაპარაკების წარუმატებლობაში. მისი თქმით, ენერგეტიკა არის „სერიოზული საკითხი და არა ბავშვების თამაში“ და „პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილებები და შემდეგ სანქციები“. 

  

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი