დაღუპული გმირების შვილებს ბავშვთა დაცვის დღე თავდაცვის მინისტრმა მიულოცა
01-06-2022, 11:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების შვილებს თავდაცვის უწყებამ გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში უმასპინძლა. პირველი ივნისი დაღუპული გმირების შვილებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს და სპორტულ-გასართობ ღონისძიებებს დაესწრნენ.

 


მოზარდები სპორტულ შეჯიბრებებში აკადემიის იუნკერებთან ერთად ჩაერთვნენ. მხიარული სტარტების დასრულების შემდეგ დაღუპული სამხედროების შვილებს საჩუქრები გადაეცათ. სადილის შემდეგ ბავშვები თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე არსებულ სიმულაციურ ცენტრს ესტუმრნენ და ვირტუალურ ბრძოლის სცენებს დაესწრნენ. მოზარდებმა ითამაშეს მაგიდის ჩოგბურთი, ბილიარდი და პეინტბოლი.

 


საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული გმირების ოჯახების მხარდაჭერა და მათზე ზრუნვა თავდაცვის უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი