„კგბ“-ს ყოფილი ოფიცრის, ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაში ეჭვმიტანილი დიმიტრი კოვტუნი „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა
05-06-2022, 12:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


GUARDIAN.GE - „კგბ“-ს ყოფილი რუსი აგენტის, ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი დიმიტრი კოვტუნი რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

 

 

დიმიტრი კოვტუნი იყო ერთ-ერთი იმ ორთაგან, ვინც დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მტკიცებით, 2006 წელს ლონდონში სასიკვდილოდ მოწამლა ლიტვინენკო.

 


ლიტვინენკოს მკვლელობაში კიდევ ერთმა ეჭვმიტანილმა, ანდრეი ლუგოვოიმ სოციალურ მედიაში დაწერა, რომ მისი „ერთგული მეგობარი“ გარდაიცვალა.

 

 

ლიტვინენკო, კგბ-ს ყოფილი ოფიცერი, რომელიც ბრიტანეთის მოქალაქე გახდა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ღია კრიტიკოსი იყო, რადიოაქტიური ნივთიერებით ლონდონის სასტუმროში მოწამლეს, სადაც ის დიმიტრი კოვტუნს და ანდრეი ლუგოვოის შეხვდა. ლიტვინენკო შეხვედრიდან მალევე ავად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა გართულდა და რამდენიმე კვირის შემდეგ, 23 ნოემბერს გარდაიცვალა.

 


10 წლის შემდეგ ჩატარებულმა გაერთიანებული სამეფოს საჯარო გამოძიებამ დაასკვნა, რომ მკვლელობა „სავარაუდოდ დაკვეთილი იყო“ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ. სასიკვდილო სარეცელიდან ლიტვინენკომ მისი მკვლელობის ბრძანების გაცემაში პრეზიდენტი პუტინი დაადანაშაულა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი