ჯუანშერ ბურჭულაძე: „საჰაერო სივრცის დაცულობა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია“
09-06-2022, 18:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ფარგლებში, ერთ-ერთ პრიორიტეტს საჰაერო თავდაცვისა და საავიაციო შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენს. ჯუანშერ ბურჭულაძემ საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, საჰაერო თავდაცვის საშუალებების გაძლიერების კუთხით, თავდაცვის უწყების მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები გაიხსენა.

 


თავდაცვის მინისტრმა საჰაერო თავდაცვის კომპონენტის გაძლიერება სამომავლოდაც ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დაასახელა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს მომავალ გეგმებზე ინფორმაცია მიაწოდა: „საომარი ვითარების დროს საჰაერო სივრცეში მოწინააღმდეგის დომინირების შეზღუდვა უმნიშვნელოვანესია თავდაცვითი ამოცანების წარმატებით შესასრულებლად. ამიტომ, აუცილებელია შესაბამის პროფესიონალებთან ერთად ადეკვატური ტექნიკის არსებობაც. 2020 წლიდან ისრაელის უმსხვილესი სამხედრო ინდუსტრიის, „რაფაელის“ წარმომადგენლებთან ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, დავიწყეთ „რაფაელის“ წარმოებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განახლება და მოდერნიზაცია, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება.

 


ასევე, უკვე დასრულდა ფრანგული კონტრაქტის მეორე ეტაპისათვის გათვალისწინებული საშუალებების მიღებაც და ამჟამად მიმდინარეობს პირადი შემადგენლობის მომზადება სისტემის შემდგომი ექსპლუატაციისათვის. დაწყებულია მუშაობა საჰაერო თვალთვალის გაერთიანებული ცენტრის შექმნისა და აღჭურვის კუთხით. აღნიშნული ცენტრი მოახდენს საქართველოს თავდაცვის ძალების არსებული საჰაერო თვალთვალისა და გაცილების სისტემების, ისევე როგორც კინეტიკური საცეცხლე საშუალებების ინტეგრირებასა და მართვას“, - აღნიშნა მინისტრმა.

 


თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ავიაციის აღდგენა-მოდერნიზება რომელიც აქტიურად მიმდინარეობს, მომავალშიც გაგრძელდება. თავდაცვის ძალების გრძელვადიანი განვითარების გეგმის მიხედვით, დაგეგმილია არსებული რადიოლოკაციური სისტემების აღდგენა და საშუალო და შორი რადიუსის მქონე საზენიტო-სარაკეტო საშუალებების შეძენა: „მიმდინარეობს მუშაობა გადასატანი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების (სტინგერის და მსგავსი ტიპის) შეძენის კუთხით, როგორც საკუთარი სახსრებით, ისე პარტნიორების დახმარებით“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ საჰაერო თავდაცვის საშუალებების გაძლიერების მიმართულებაზე საუბრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი