„ჯავშანსაწინააღმდეგო საშუალებების გაძლიერება თავდაცვის ძალების გაძლიერების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია“ - საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი
09-06-2022, 18:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საკანონმდებლო ორგანოში
„მინისტრის საათის“ ფორმატში ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვედანაყოფების
წინააღმდეგ ეფექტური საშუალებების შესყიდვის პროცესზე ისაუბრა.

 


„ჯავშანსაწინააღმდეგო საშუალებების გაძლიერება თავდაცვის ძალების გაძლიერების
მიმართულებით ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია“- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თანამშრომლობით
ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გზაზე მოთხოვნილი ჯაველინების მეორე
პარტიის შესყიდვა გასულ წელს დაკმაყოფილდა. „აღნიშნული პარტიის მოწოდება
მომავალი წლიდან დაიწყება. გარდა ამისა, გაგზავნილია მოთხოვნა ჯაველინის
სისტემების მესამე პარტიის შესყიდვაზეც. მიმდინარეობს მუშაობა თანამედროვე
ჯავშანსაწინააღმდეგო ერთჯერადი და მრავალჯერადი ყუმბარმტყორცნების შეძენაზე.
შერჩეულია კონკრეტული მწარმოებლები და ახლო მომავალში იგეგმება მათი შესყიდვა“, -
დასძინა მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი