ჯუანშერ ბურჭულაძე: „სავალდებულო სამსახურის რეფორმებით დამთავრდება სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებული ნაკლოვანებები“
09-06-2022, 19:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


„სავალდებულო სამსახურის მიმართულებით, ჩვენ შევიმუშავეთ თავდაცვის
კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომელიც მზადაა ინიცირებისათვის. აღნიშნული
რეფორმებით დამთავრდება სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებული
ნაკლოვანებები“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ
ბურჭულაძემ საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშის წარდგენისას.

 


მისი განმარტებით, ჩამოყალიბდება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, რომლის ვადაც 12-ის
ნაცვლად, 8 თვე იქნება. წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ
თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაივლიან. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით,
ახალგაზრდები მაღალი დონის საწყის საბრძოლო მომზადებას (BCT) გაივლიან და
სამსახურის პერიოდში მხოლოდ სამხედრო ამოცანებს შეასრულებენ.
„მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ჯუანშერ ბურჭულაძემ
თავდაცვის ძალების ინსტიტუციონალური განვითარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
ამ კუთხით მან სავალდებულო სამსახურის განახლების გარდა, სარეზერვო
სამსახურის წარმატებული რეფორმის განხორციელებაზეც გაამახვილა ყურადღება. მან
აღნიშნა, რომ აქტიური (ტერიტორიული) რეზერვის, სამობილიზაციო რეზერვისა და
„თავდაცვის მოხალისე ძალების“ მიმართულებებში სამხედრო და სამოქალაქო
თავდაცვის კომპონენტებია ინტეგრირებული. „მხოლოდ 2021 წელს აქტიურ რეზერვში
მიღებულ პირთა რაოდენობამ 800-მდე სამხედრო მოსამსახურე შეადგინა. 2022 წელს,
ასევე ვაგრძელებთ აქტიური რეზერვის გაძლიერებას და წლის ბოლომდე ვგეგმავთ
დამატებით ხუთი ასეულის დაკომპლექტებას“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული გვარდია ორიენტირებულია ტოტალური
თავდაცვის შესაძლებლობების მხარდაჭერაზე. მისივე თქმით, იგეგემება ეროვნული
გვარდიის ბაზაზე არსებული სასწავლო ცენტრების განვითარება და უფრო მეტი
საშუალებებით აღჭურვა.

 


მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სამობილიზაციო რეზერვის მიმართულებით
ეროვნულ გვარდიაში შექმნილ საინფორმაციო ბაზაზე, სადაც იდენტიფიცირებულია
სამხედრო ცოდნისა და პროფესიების მოქალაქეები. მან აღნიშნა, რომ თავდაცვის
უწყება მოხალისეთა და საზოგადოებრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან
აქტიურად თანამშრომლობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი