ჯუანშერ ბურჭულაძე: „დღეს შეგვიძლია სიამაყით ვთქვათ, რომ ჩვენს ჯარისკაცებს აქვთ მოდერნიზებული, ნატოს სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა“
09-06-2022, 19:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, გასულ ორ წელიწადში 180 მილიონი ლარი
დაიხარჯა, ხოლო მიმდინარე წელს გამოყოფილია 80 მილიონი ლარი“, - განაცხადა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „მინისტრის საათის“
ფორმატში ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკური საშუალებების განვითარების
მნიშნელობაზე საუბრისას. მან აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურის
მნიშვნელოვანი ნაწილის სრული რეაბილიტაცია უკვე განხორციელდა.

 

 


მინისტრის თქმით, დღეს ჯარისკაცებს აქვთ მოდერნიზებული, ნატოს სტანდარტების
შესაბამისი ინფრასტრუქტურა. „გარემონტებულია ყველა მოქმედი ყაზარმა,
სასადილო, მოეწყო ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა, მოწესრიგდა შიდა სივრცე.
ინფრასტრუქტურის განვითარება და მშენებლობა კვლავ აქტიურად მიმდინარეობს და
მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მისი თქმით, იგეგმება
სპეციალური ოპერაციების ძალების, აღმოსავლეთ საქართველოში კადეტთა სამხედრო
ლიცეუმის, კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი
ბრიგადის, ასევე ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ობიექტების ინფრასტრუქტურის
განვითარება.

 

 

თავდაცვის მინისტრმა ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად,
ლოჯისტიკური შესაძლებლობების განახლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ამ
კუთხით მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერა აღნიშნა. მან ყურადღება გაამახვილა
თავდაცვის სამინისტროს მსოფლიო და ევროპულ ლიდერ მწარმოებლებთან ნატოს
სტანდარტების ლოჯისტიკური საშუალებების შეძენის კუთხით თანამშრომლობაზე.
მისი თქმით, მიმდინარეობს ლოჯისტიკური და ტექნიკური საშუალებების
მოდერნიზებაც.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი