„ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა თავდაცვის ძალების მშენებლობის საკითხში განსაკუთრებულია“ - თავდაცვის მინისტრი
09-06-2022, 19:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას პარტნიორ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობა და განაცხადა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა თავდაცვის ძალების მშენებლობის საკითხში განსაკუთრებულია.

 


„2021 წლის ბოლოს წარმატებით დასრულდა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, რომლის ფარგლებში მომზადდა და აღიჭურვა 9 სამანევრე ბატალიონი. პროგრამის წარმატებით განხორციელებამ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივას, რომლის ურთიერთგაგების მემორანდუმს 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ვიზიტის ფარგლებში მოვაწერეთ ხელი. გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, შემუშავდა მისი განხორციელების ორმხრივი კონცეფცია (2022-2027). აღნიშნული დოკუმენტის მიზანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, შეკავების და ნატო-სთან თავსებადობის უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფა“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 


მინისტრმა აშშ-ის მხრიდან საქართველოს ფინანსური მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში, 2021 წელს ამერიკულმა მხარემ საქართველოს 35 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო, 2022 წელს კი, საქართველომ ჯამში შეერთებული შტატებისაგან 67.4 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური მხარდაჭერა მიიღო.

 


ყურადღება გამახვილდა კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების კუთხით გაწეულ დახმარებაზეც. ამ მიზნით, 2021 წელს აშშ-ის ევროპულ სარდლობასა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან თანამშრომლობით, დაახლოებით 6,5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც კიბერუსაფრთხოების ბიუროს შესაძლებლობების არსებითად გაუმჯობესება მიმდინარეობს.

 


ჯუანშერ ბურჭულაძემ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს - ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსა და თავდაცვის ძალების ქმედითი და ურყევი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

 


მინისტრმა განაცხადა, რომ კიდევ უფრო გაძლიერდა პარტნიორული ურთიერთობები დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, ბალტიის, სკანდინავიისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან, ასევე, აღნიშნა თავდაცვის ძალების მხარდაჭერის მიმართულებით თურქეთის ძალისხმევა და საქართველო - აზერბაიჯანი - თურქეთის სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხები.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი