„სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვა ჩვენს უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება“, - ჯუანშერ ბურჭულაძე
09-06-2022, 19:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


„სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვა ჩვენს უმნიშვნელოვანეს
პრიორიტეტად რჩება“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ
ბურჭულაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო მუდმივად დგამს ნაბიჯებს
სამხედროებისთვის უკეთესი პირობების შესაქმნელად.

 


„თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერებასა და საერთაშორისო
თანამშრომლობის გაღრმავებასთან ერთად, სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებზე
ზრუნვა ჩვენს უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება. რა თქმა უნდა, ჩვენი ჯარის
მთავარი სიძლიერე და მისი წარმატების ქვაკუთხედი არის ჩვენი პროფესიონალი და
მამაცი სამხედროები. ნებისმიერ ბრძოლაში წარმატების მიღწევა შეუძლებელია
პროფესიონალი, მოტივირებული და დისციპლინებული სამხედროების გარეშე. ამიტომ,
ჩვენ მუდმივად ვდგამთ ნაბიჯებს მათ დასაფასებლად და უკეთესი პირობების
შესაქმნელად. სამხედროების დაფასებისა და მათთვის პირობების გაუმჯობესების გზაზე,
2022 წლის პირველი იანვრიდან განხორციელდა ხელფასების ზრდა დაბალი რგოლის
სამხედრო მოსამსახურეებისათვის 20%-ის, ხოლო მაღალი რგოლისათვის კი 10%-ის
ოდენობით. ბოლო წლებში ეს უკვე რიგით მეორე ხელფასების მატებაა, რომელიც
მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება. უფრო მეტიც, ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რომ
ხელფასების ზრდის შეუქცევადობისათვის თავდაცვის კოდექსში განხორციელდეს
ჩანაწერი, რომელიც მშპ-ს ზრდის პარალელურად სამხედროების ხელფასების
ყოველწლიურ ზრდას უზრუნველყოფს. ამ პროცესშიც, რა თქმა უნდა, თქვენი
მხარდაჭერის იმედი გვაქვს“ - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 


თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას სამხედროებსა და მათ ოჯახებზე ზრუნვის
ფარგლებში კიდევ ერთ წარმატებულ პროექტზე ისაუბრა, რომელიც უმაღლეს
სასწავლებლებში სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის
50%-იან თანადაფინანსების უზრუნველყოფას გულისხმობს. „წარმატებით მიმდინარეობს
ბოლო წლებში ინიცირებული კიდევ ერთი პროექტი, რომელიც სამხედროებისა და მათი
ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობას ითვალისწინებს. აღნიშნული
პროექტის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული
სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან
თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ დადგენილი
სწავლის მინიმალური საფასურის - 2,250 ლარის ნახევარის დაფარვას. გარდა ამისა,
მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მათ სემესტრულად 750 ლარის ოდენობით
„მინისტრის სტიპენდია“ ენიშნებათ. პროექტის დაწყებიდან დღემდე, თავდაცვის
სამინისტროს სწავლის დაფინანსებით საერთო ჯამში ისარგებლა 3635 პირმა, სტიპენდია
გაიცა 454 პირზე“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი