„მრავალწლიანი პროფესიული სამხედრო კარიერისა და ქვეყნის სამსახურის დაფასების მიზნით დაწყებული სამხედროების ბინებით უზრუნველყოფის პროექტი წარმატებით მიმდინარეობს“ - ჯუანშერ ბურჭულაძე
09-06-2022, 19:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ქვეყნის სამსახურის
დაფასების მიზნით დაწყებული სამხედროების ბინებით უზრუნველყოფის პროექტზე
„მინისტრის საათის“ ფარგლებში პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა. მისი თქმით,
სამხედროებისთვის განკუთვნილი ბინების მშენებლობა 2022 წლის ბოლოს
დასრულდება. „ხელფასების ზრდის პარალელურად, წარმატებით მიმდინარეობს
მრავალწლიანი პროფესიული სამხედრო კარიერისა და ქვეყნის სამსახურის დაფასების
მიზნით დაწყებული სამხედროების ბინებით უზრუნველყოფის პროექტი. დღევანდელი
მდგომარეობით აშენებულია პროექტით გათვალისწინებული 7-სართულიანი 39
კორპუსი, რომლებშიც 1092 ბინაა განთავსებული. ამ ეტაპზე, ინტენსიურ რეჟიმში
მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსების გარე მოპირკეთებისა და სახურავების
მოწყობის სამუშაოები, ასევე დასრულების ეტაპზეა კომპლექსის ტერიტორიის
კეთილმოწყობის პროექტების მომზადება. ზემოაღნიშნული პროექტი გეგმის მიხედვით
2022 წლის ბოლოს დასრულდება. შეგახსენებთ, რომ პროექტში სამხედრო
მოსამსახურეებს ერთ კვადრატულ მეტრში 100 დოლარის გადახდა უწევთ. გადახდას კი
არა საბანკო სესხით, არამედ უპროცენტო შიდა განვადებით ახორციელებენ. პროექტი
განგრძობითი ხასიათის იქნება. ამ თვალსაზრისით, ასევე გვაქვს ინიციატივა, რომ
თავდაცვის კოდექსში შევიდეს ცვლილებები, რომლის შედეგადაც ოფიცერთა და
სერჟანტთა გარკვეული კატეგორიისათვის კანონმდებლობით განისაზღვრება ბინის
მიღება, რაც სრულიად უპრეცედენტო გადაწყვეტილება იქნება სამხედროების დაფასების
მიმართულებით“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი