„თავდაცვის ძალები დღეს ყველაზე მაღალი ნდობის სახელმწიფო ინსტიტუტს წარმოადგენს და ეს სწორედ ჩვენი სამხედროების დამსახურებაა“ - ჯუანშერ ბურჭულაძე
09-06-2022, 19:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


„თავდაცვის ძალები დღეს ყველაზე მაღალი ნდობის სახელმწიფო ინსტიტუტს
წარმოადგენს და ეს სწორედ ჩვენი სამხედროების დამსახურებაა“, - ამის შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში „მინისტრის
საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 


ჯუანშერ ბურჭულაძემ სამხედროებთან ერთად ვეტერანებს სამსახურისთვის მადლობა
კიდევ ერთხელ გადაუხადა. „ყველა ჩვენი ძალისხმევა თავდაცვის ძალების
გასაძლიერებლად და ნატოსთან თავსებადობის გასაზრდელად მიზნად ისახავს, რომ
ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო დაცული და უსაფრთხო. ამ გზაზე, განსაკუთრებულია
თითოეული სამხედროს როლი და მნიშვნელობა. მინდა, ამ ტრიბუნიდან მადლობა
გადავუხადო ჩვენს საამაყო სამხედროებს, რომლებიც მაღალი პროფესიონალიზმითა და
ერთგულებით ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას. ისინი არიან ჩვენი საზოგადოების
გამორჩეული ნაწილი. ძალიან დიდია მათი როლი ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-
ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. თავდაცვის ძალები დღეს წარმოადგენს ყველაზე
მაღალი ნდობის სახელმწიფო ინსტიტუტს და ეს სწორედ ჩვენი სამხედროების
დამსახურებაა. დარწმუნებული ვართ, მათთან ერთად დაგეგმილი რეფორმებით ჩვენს
ჯარს გაძლიერების სრულიად სხვა საფეხურზე ავიყვანთ. მე ასევე მინდა, რომ
ტრადიციად ვაქციოთ და ამ ტრიბუნიდან ყოველთვის ქედი მოვიხაროთ ჩვენი
ვეტერანების, დაღუპული გმირებისა და მათი ოჯახის წევრების წინაშე. მე მადლობას
ვუხდი მათ, რომ გაზარდეს საამაყო მამულიშვილები და პირობას ვდებთ, რომ ჩვენი
ხელისუფლება ჩვენი გმირების ოჯახის წევრებს ყოველთვის გვერდში დაუდგება.
თავდაცვის ძალებში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები არის სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისა და მისი უსაფრთხოებისათვის.
უსაფრთხოების კომპონენტის გარეშე შეუძლებელია წარმატებული სახელმწიფოს შექმნა.
მინდა, მადლობა გადავუხადო მთელ ჩვენს სამთავრობო და საპარლამენტო გუნდს,
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, საქართველოს თავდაცვისუნრიანობის
მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისათვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ
ყოველდღიურად ვგრძნობთ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი