„საქართველოში სრული შემადგენლობით იყო ჩამოსული ნატოს სამხედრო კომიტეტი, რაც არცერთ ოპოზიციურ არხს არ გაუშუქებია“ - თავდაცვის მინისტრი
09-06-2022, 22:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში
შეხვედრისას პარლამენტის წევრების შეკითხვებსაც უპასუხა. ერთ-ერთი დეპუტატის კითხვის
პასუხად, რომელიც ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის კონკრეტულ სამომავლო
ნაბიჯებს ეხებოდა, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ნატოსგან მეტ პრაქტიკულ ნაბიჯებს
ელოდება.

 

 

„უკვე აღვნიშნე, თუ რა შედეგები გვაქვს ჩვენ ნატოსთან ურთიერთობაში ბოლო ერთი
წლის განმავლობაში. მიუხედავად თქვენი მტკიცებისა, რომ ჩვენი ურთიერთობა არის დაბალ
ნიშნულზე, მე ოთხჯერ ვიყავი მიწვეული ნატოს მინისტერიალზე, სამჯერ პირადად შევხვდი
გენერალურ მდივანს, საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ნატოს სამხედრო კომიტეტი
თავმჯდომარის ჩათვლით, სრული შემადგენლობით და სხვათა შორის, ეს არცერთ ოპოზიციურ
არხს არ გაუშუქებია, რაც ნორმალური არ არის“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მინისტრმა ევროკავშირთან თანამშრომლობის გეგმებზეც ისაუბრა: „ჩვენი წინადადებები
ევროკავშირთან არის გამოხატული კონკრეტული შედეგით. კიდევ გავიმეორებ, რომ 2021 წელი
იყო პირველი პრეცედენტული წელიწადი, როდესაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ
მიიღო ფინანსური მხარდაჭერა ევროკავშირისგან. ეს გახდება შეუქცევადი პროცესი. დღესაც,
ჩვენი წარმომადგენლები არიან იქ, ვმუშაობთ 2022 წლის შედეგებზე, რაც სავარაუდოდ
ციფრებში გამოიხატება 20 მილიონი ევროს დახმარებით და ეს იქნება მზარდი ტენდენციის.“
ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, მადრიდის სამიტიდან საქართველო პარტნიორებისგან
კონკრეტულ პრაქტიკულ ნაბიჯებს ელოდება.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი