ღია კარის დღე გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში
11-06-2022, 12:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის
დღე გაიმართა. ლიცეუმის პირადმა შემადგენლობამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის
საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. კადეტებმა მოსწავლეებსა და მათ მშობლებს
პრეზენტაციის ფორმატში ლიცეუმში მიღების, ცხოვრებისა და სწავლების წესები გააცნეს და
ყურადღება არსებულ სასწავლო გარემოზე გაამახვილეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში
წარიმართა. სტუმრების შეკითხვებს ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლებმა და
კადეტებმა უპასუხეს.

 


მოგვიანებით მოსწავლეებმა ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და
კადეტების საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ. მათ მოინახულეს სიმულაციური საკლასო
ოთახები, სპორტული დარბაზები და სასწავლო ლაბორატორიები. სტუმრებს შესაძლებლობა
ჰქონდათ საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების მიერ წარმოდგენილ სხვადასხვა
ექსპერიმენტს დასწრებოდნენ და რობოტექნიკის ლაბორატორია დაეთვალიერებინათ,
რომელიც თანამედროვე რობო-სისტემებით არის აღჭურვილი. გენერალ გიორგი კვინიტაძის
სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა დღის განმავლობაში 700 - მდე ვიზიტორს
უმასპინძლა. ლიცეუმში მოსწავლეთა მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაცია 27 ივნისიდან
დაიწყება და 5 ივლისამდე გაგრძელდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი