ნანუკა ჟორჟოლიანი: ჩემი გადაცემაც დაიხურა... დაიხურა ვანო... ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე, დაიხურა ვაშლიჯვრის ოფისი... ახლა ვიბრძვით გადარჩენისთვის
14-06-2022, 10:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვატყობ, ახლა ტყუილი და მართალი ერთმანეთში აირევა და ზოგადად, ასეთ მომენტებში საჭიროა გახსნილობა და მოგიყვებით დეტალურად რა ხდება ჩვენს თავს.
"მთავარი" შედგებოდა სამი ოფისისგან.


1. ჩუბინაშვილის ოფისი, სადაც მხოლოდ პოლიტიური გადაცემებია. ნიუსი და დღის გადაცემები.


2. ბენტლის ოფისი, სადაც ასევე პოლიტიკური გადაცემებია, ოღონდ საღამოს ეთერები.


3. ვაშლიჯვრის ოფისი, საიდანაც გადიოდა ფროდაქშენის გადაცემები. შესაბამისად, აქედან გადიოდა ნიკას გადაცემაც, დილაც, ვანოც, მეც, ლელაც, ექიმებიც.


ერთად ვერ ვეტეოდით ვერსად, ტერიტორიის სიმცირიდან გამომდინარე. ეს ყველაფერი ზრდიდა ხარჯს. ტექნიკა ყველგან ნაქირავები იდგა, განათება, სტუდიების აწყობა....

 

ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე დაიხურა ვაშლიჯვარი.


ანუ, სტუდია დაიხურა. დაგაბნევთ ალბათ ის, რომ დარჩა თითქმის ყველა გადაცემა, ქეთის სამზარეულო, პუტკუნები, ექიმები, ლელა. არხის ფინანსური მენეჯერი ამბობს, რომ ამ გადაცემას სპონსორებით შენახვის რესურსი აქვთ. ასევე, შეუძლიათ სტუდიის გარეთ გასვლა. ანუ, მათთვის აუცილებელი არაა ვაშლიჯვრის ოფისი.


დაიხურა ვანო. ამ თემაზე კომენტარს მე არ გავაკეთებ, სჯობს ვანოსგან მიიღოთ სრული ინფორმაცია. ერთადერთი რაც ვანოზე შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ვანომ საკუთარი ხელით აჭედა ეს არხი. მე მივიღე პასუხი, რომ სპონსორის მოძიების შემთხვევაში ვანოს გადაცემა აუცილებლად გავა ეთერში.


ჩემი გადაცემაც დაიხურა. უბრალოდ ჩვენ გვყავდა სპონსორები, უნდა დავამატოთ კიდევ ერთი, რომ ვიარსებოთ.


დილაც დარჩა, მაგრამ სხვა ფორმატით, უკვე ნახეთ კიდეც ეთერში.


ტყუილია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოქუაშვილმა შენობიდან გაგვიშვა. არა მეგობრებო, პირიქით, ეს კაცი მხოლოდ გვეხმარება. უბრალოდ, სტუდიებს ვეღარ ინახავს არხი და ამიტომ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. ოფისები ისევ ვაშლიჯვარში დაგვრჩება.


ანუ, ახლა ვიბრძვით გადარჩენისთვის და გადავრჩებით კიდეც. ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. მაგრამ ჩვენი გადარჩენა ვანოს გარეშე ძალიან უსამართლო იქნება, ამიტომ მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვანოც და მისი გუნდიც ჩვენთან ერთად იყოს.

 

 

ნანუკა ჟორჟოლიანი

 

"მთავარი არხი"-ის ჟურნალისტი

 

წყარო: Facebook-ი

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი