პაატა ბურჭულაძე მიმართვას ავრცელებს: ბიძინას უკვე არაფერი ეშველება; მას უკვე იმდენი ბოროტება აქვს ჩადენილი, რომ ვერ აცდება სასჯელს ვერც აქ და ვერც საზღვარგარეთ; ნუ აყვებით პრემიერის და მისთანა ხელის ბიჭების უაზრო და მავნებლურ განცხადებებს
14-06-2022, 10:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ეხლა მე მაქვს შეკითხვა „ოცნებასთან“:


ომი გინდათ?!!!!!


თუ თქვენი უმსგავსო პოლიტიკის და გზავნილების შედეგად არ მოგვანიჭებენ ევროპის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ომი გექნებათ საქართველოს მოსახლეობასთან.


სანამ წარუმატებლობას ოპოზიციას გადააბრალებთ, კიდევ ერთხელ და უმჯობესია ბევრჯერ გადაიკითხეთ ევროპარლამენტის რეზოლუცია.


თუ თქვენთვის ის დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი და სიცრუეა, საქართველოს მოქალაქეებისთვის ის უაღრესად სამართლიანია.


ჩვენთვის დამამცირებელი იყო, როდესაც ევროპა შეგნებულად თვალს ხუჭავდა თქვენს გაყალბებულ არჩევნებზე და შანსს გაძლევდათ გამოსასწორებლად.


დღეს მთელი მსოფლიო მიხვდა თუ რა მავნებლები და გადამგდებლები ხართ.


ახლა, რაც შეგეხებათ თქვენ პიროვნულად!


უნდა შეეგუოთ მწარე სიმართლეს: თქვენ ჩაგითრიათ და დაგღუპათ ბიძინა ივანიშვილმა. მასთან ერთად ყოფნა კარგი რომ ყოფილიყო, ვერ დამასწრებდით. მე ვიყავი პირველი, ვისაც მეპატიჟებოდა და ამაში დიდ ფულსაც მთავაზობდა და დღეს თქვენგან განსხვავებით მე შემიძლია, ჩემს შვილებს, მეგობრებს და საქართველოში ყოველ მოქალაქეს, რა პოლიტიკური შეხედულებაც არ უნდა ჰქონდეს, არ შემრცხვეს და თვალებში ჩავხედო.


იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც დღეს საქართველოში და მსოფლიოშია, ერთადერთი სწორი ნაბიჯია იქნება, რომ გაემიჯნოთ მას. ნუ მიიღებთ საქართველოს უკუსვლაში მონაწილეობას. ბიძინას უკვე არაფერი ეშველება. მას უკვე იმდენი ბოროტება აქვს ჩადენილი, რომ ვერ აცდება სასჯელს ვერც აქ და ვერც საზღვარგარეთ. ნუ აყვებით პრემიერის და მისთანა ხელის ბიჭების უაზრო და მავნებლურ განცხადებებს, მათ სხვა გზა აღარ აქვთ და იძულებულები არიან იძახონ სისულეები, რომლისაც თვითონ არ სჯერათ. ნუ გამოუცხადებთ ომს საკუთარ ხალხს და მასთან ერთად თქვენს ოჯახის წევრებს. განსაკუთრებით თქვენს შვილებს. ისინი უდანაშაულოები არინ და მათ ხომ უნდა იცხოვრონ ამ ქვეყანაში.


თუ ომს აირჩევთ იცოდეთ, აუცილებლად დამარცხდებით.


მესმის, რომ არის მთავრობის რამოდენიმე წევრი, რომლებსაც უკვე ძალიან შეტოპილი აქვს უმსგავსოებაში, მაგრამ დიდ ნაწილს ჯერ კიდევ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ სახე.


რაც შეეხება სტუდენტებს:


გეთანხმებით, რომ თქვენ გაქვთ პრობლემები, რომელსაც აპროტესტებთ, მაგრამ პირველ რიგში უნდა დაიცვათ თქვენი და მთელი საქართველოს მომავალი. ასე რომ, ჩემო საყვარლებო, მოკიდეთ ხელი თქვენს მეგობრებს და 20 ივნისს 20 საათზე ყველანი უნდა მიხვიდეთ აქციაზე, თორემ თუ ამ მთავრობამ გაიმარჯვა, მალე გამოცდებს ჩააბარებთ ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფიაში და ძალით გათქმევინებენ თუ როგორი ქველმოქმედი, სახელმწიფო მოღვაწე, უაღრესად განათლებული დიდი პოლიტიკოსია და თუ როგორ გადაარჩინა საქართველო ევროპული გარყვნილობისაგან.

 

ასე რომ, ჩემო მეგობრებო, ახლა დიდმნიშვნოვლად წყდება საქართველოს ბედი.


გავერთიანდეთ.


თუ აქციაზე ოცნების მხარდამჭერებიც მოვლენ შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ. მათი მოსვლა ნიშნავს, რომ ევროპულ გზაზე თანამოაზერეები ვართ.


ღმერთი ჩვენთან!!!


პაატა ბურჭულაძე,

 

ოპერის მომღერალი, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი

 

წყარო: Facebook-ი

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი