თავდაცვის ძალების რაგბის ნაკრები საფრანგეთში ჯარებს შორის შვიდკაცა რაგბის მსოფლიო
ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. რაგბის ნაკრები თბილისის საერთაშორისო
აეროპორტიდან თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, თავდაცვის ძალების
მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა, ვეტერანების საქმეთა
სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და თავდაცვის
ძალების წარმომადგენლებმა გააცილეს.
თავდაცვის ძალების 12-კაციანი რაგბის ნაკრები სხვადასხვა ქვედანაყოფიდან შერჩეული
სამხედრო მოსამსახურეებით არის დაკომპლექტებული. საფრანგეთში გამგზავრებამდე,
სამხედროებმა მომზადება ავჭალაში მდებარე რაგბის სტადიონზე გაიარეს.
ჯარებს შორის შვიდკაცა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთში 17 ივნისს დაიწყება.
გამარჯვებისთვის ათი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებისგან დაკომპლექტებული გუნდები
იბრძოლებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.