საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბულგარელ და თურქ კოლეგებთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები განიხილა
15-06-2022, 17:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ
ბურჭულაძე ბულგარეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს დრაგომირ ზაკოვსა და
თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს ჰულუსი აკარს შეხვდა.

 


ორივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა, რუსეთის
აგრესიის ფონზე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება იყო. საუბარი შეეხო უკრაინაში
მიმდინარე ომს, რომელმაც რეგიონში სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა. შეხვედრებზე
განსაკუთრებით აღინიშნა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარებისთვის
დასავლეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა.

 


ორმხრივი შეხვედრების დროს ჯუანშერ ბურჭულაძემ ბულგარელ და თურქ კოლეგებს
საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, საუბრის თემა იყო
ევროატლანტიკური მისწრაფებები და საერთაშორისო სამშვიდობო მისებში საქართველოს
წვლილი.

 

 

 


ჰულუს აკართან საუბრის დროს ჯუანშერ ბურჭულაძემ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში
არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილა. მან თურქ კოლეგას
გააცნო თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები; ისაუბრა ნატო-საქართველოს
არსებითი პაკეტით (SNGP) განსაზღვრული ინიციატივების განხორციელებაში თურქეთის
წვლილზე, პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერაზე და სამხედრო განათლების კუთხით
თანამშრომლობაზე.

 


ჯუანშერ ბურჭულაძემ და დრაგომირ ზაკოვმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის
საკითხები განიხილეს, მათ შორის, საუბარი შეეხო ნატოში გაწევრიანების გზაზე ბულგარეთის
მხარდაჭერას. მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებს, ქართველი სამხედროების წვრთნისა და
განათლების ხელშეწყობას.

 


ნატოს თავდაცვის მინისტერიალში საქართველო ნატოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით
მონაწილეობს. ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა
ნატოს შტაბ-ბინაში მიმდინარეობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი