საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა
16-06-2022, 12:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა ნატოში გაწევრიანების გზაზე საქართველოსთვის გაწეული მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის.

 


მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში. მხარეებმა დაადასტურეს ურყევი მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ.

 


რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით, შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა, აღნიშნულ საფრთხეებთან მიმართებით საქართველოს მდგრადობისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების, ნატოსთან თავსებადობის გაძლიერებისა და ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების მიზნით.

 


ყურადღება დაეთმო „საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის დოკუმენტის“ (Tailored Support Document) განხილვას, რომელიც მორგებულია თავდაცვის სფეროში პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებაზე. მხარეებმა ისაუბრეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში პრაქტიკული დახმარებისა და შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით ალიანსის ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობაზეც.

 


ნატოს გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის რეფორმები და ნატოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული პროგრესი და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსთვის მხარდაჭერის გაძლიერებისთვის მზადყოფნა, მათ შორის ჰიბრიდული გამოწვევების წინააღმდეგ და კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის.

 


შეხვედრაზე დადასტურდა ნატოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ხაზი გაუსვეს მოახლოებული ნატო-ს მადრიდის სამიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით.

 


ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა, ნატოს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი