საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში გერმანელ და ჰოლანდიელ კოლეგებს შეხვდა
16-06-2022, 19:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს შტაბ-ბინაში უცხოელ კოლეგებს ხვდება. ჯუანშერ ბურჭულაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის მინისტრებთან.

 

 

საუბრის დასაწყისში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კოლეგებს, კრისტინ ლამბრეხტსა და ქაიზა ოლონგრენს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 


გერმანიის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ გერმანიის პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა. მისი განცხადებით, თავდაცვის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა, რომელიც ათწლეულებს ითვლის, საკითხთა ფართო სპექტრს მოიცავს და წარმატებით ვითარდება.

 


მინისტრმა და უცხოელმა კოლეგებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები მიმოიხილეს და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) წარმატებით განხორციელების პროცესში აღნიშნული ქვეყნების მნიშვნელოვან როლზე, გერმანიის, როგორც ლიდერი ქვეყნისა და სხვადასხვა ინიციატივის ხელმძღვანელის მხრიდან გაწეულ ფინანსურ და ადამიანურ კონტრიბუციასა და ნიდერლანდების უდიდეს დახმარებასა და ჩართულობაზეც გაამახვილა ყურადღება.

 


მინისტრმა გერმანიისა და ნიდერლანდების მხარდაჭერა ევროკავშირთან თანამშრომლობის ფორმატებშიც გაიხსენა, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ურყევი დასავლური კურსი, რომელიც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვან ინტეგრაციას გულისხმობს და იმედი გამოთქვა, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს.

 


შეხვედრებზე საუბრის ერთ-ერთ თემას რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები წარმოადგენდა.

 


თავდაცვის მინისტრებმა უკრაინაში განვითარებული მოვლენები, რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია კიდევ ერთხელ დაგმეს და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი