ევროკომისიის რეკომენდაციები საქართველოსთვის - განახორციელოს „დეოლიგარქიზაციის“ ვალდებულება ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში
17-06-2022, 18:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ევროკომისიამ საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატად წარდგენილი განაცხადის შესახებ, პარასკევს, 17 ივნისს, თავისი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომისია რეკომენდაციას უწევს საბჭოს, რათა საქართველოს მიეცეს პერსპექტივა გახდეს ევროკავშირის წევრი, თუმცა ხაზს უსვამს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას მას შემდეგ გასწევს, რაც მთელი რიგი საკითხები იქნება გადაწყვეტილი.

 


ევროკომისიის რეკომენდაციებს შორის უპირველესად 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარებაა დასახელებული.

 


კომისიის რეკომენდაციებში ასევე, აღნიშნულია სასამართლო და პროკურატურის ორგანოების რეფორმირების აუცილებლობა; დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი სასამართლოს ჩამოყალიბება, საარჩევნო სტრუქტურისა და მედია გარემოს გაუმჯობესება; „დეოლიგარქიზაციის“ ვალდებულება ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში და სხვა.

 


საინფორმაციო სააგენტო GUARDIAN.GE გთავაზობთ ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებული სარეკომენდაციო ანგარიშის სრულ ქართულ თარგმანს.

 


შესავალი

 

 

დამოუკიდებლობის მომენტიდან საქართველომ ნათლად გამოხატა თავისი ევროპული მისწრაფებები. ეს ევროპული ამბიცია შეტანილია საქართველოს კონსტიტუციაში და მას მხარს უჭერს ქართველი ხალხი (ქართველების 83% ეთანხმება ევროკავშირში გაწევრიანებას) და მთელი პოლიტიკური სპექტრი. ეს იყო მამოძრავებელი ძალა ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებზე დაფუძნებული მთელი რიგი ძირითადი რეფორმებისთვის. საქართველოს ერთგულება ევროპულ გზაზე წინსვლისკენ ხაზგასმული იყო მთავრობის თავდაპირველი განზრახვით, რომ განაცხადი 2024 წელს წარედგინა.

 

 

წევრობაზე განაცხადი

 


ამ მოსაზრებაში, კომისია აფასებს საქართველოს განაცხადს მისი შესაძლებლობების საფუძველზე, დააკმაყოფილოს ევროპული საბჭოს მიერ 1993 წელს კოპენჰაგენში და ასევე 1995 წელს მადრიდში განსაზღვრული კრიტერიუმები, განსაკუთრებით ქვეყნის ადმინისტრაციულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით. მოსაზრება ასევე ითვალისწინებს საქართველოს ძალისხმევას ასოცირების შეთანხმებით (AA) და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის მხრივ (DCFTA) ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში. კომისია შემდგომ ეტაპზე შეაფასებს საქართველოს გაწევრიანების გავლენას ევროკავშირის პოლიტიკის სფეროებზე.

 


ზოგადად, რაც შეეხება პოლიტიკურ კრიტერიუმებს, საქართველოს აქვს საფუძველი იმ ინსტიტუტების სტაბილურობის მისაღწევად, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და უმცირესობათა პატივისცემასა და დაცვას, მაშინაც კი, თუ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა შეარყია ქვეყნის პროგრესი.

 


რაც შეეხება ეკონომიკურ კრიტერიუმებს, საქართველომ მიაღწია მაკროეკონომიკური სტაბილურობის კარგ ხარისხს ჯანსაღი ეკონომიკური პოლიტიკისა და ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნით. მისი საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად საჭიროა შემდგომი რეფორმები და ინვესტიციები გრძელვადიანი ინკლუზიური ზრდისა და გარე კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად. იმისათვის, რომ გააძლიეროს ქვეყნის შესაძლებლობები ევროკავშირში კონკურენციის ზეწოლასთან გამკლავების მიზნით, საქართველომ უნდა გააძლიეროს თავისი ადამიანური კაპიტალი (განსაკუთრებით განათლების რეფორმის გზით), რათა უზრუნველყოს უნარები შრომის ბაზარზე და ინოვაციურობა, გააძლიეროს ფიზიკური ინფრასტრუქტურა განახლებადი ენერგიის გამომუშავების ჩათვლით და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ისევე როგორც გლობალური ღირებულების მიმართულებით წვდომადობა.

 


რაც შეეხება წევრობაზე ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობების დაკმაყოფილებას, საქართველო 2016 წლიდან მუშაობს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (AA/DFCTA) ჩათვლით, იმპლემენტაციაზე. შეთანხმებები უკვე მოიცავს ევროკავშირის კანონმდებლობის უპრეცედენტო მოცულობას. საქართველო თანდათან მიუახლოვდა ევროკავშირის კანონმდებლობის მნიშვნელოვან ელემენტებს მრავალ თავში.მას აქვს განხორციელების საერთო პოზიტიური გამოცდილება, მაშინ როცა ზოგიერთ სექტორში ქვეყანა უფრო დაწინაურებულია, ვიდრე სხვებში. მთლიანობაში, საქართველომ შექმნა მყარი საფუძველი ბლოკში შემდგომი გაწევრიანებისთვის.

 

 

დასკვნები და რეკომენდაციები

 


ამიტომ კომისია რეკომენდაციას უწევს საბჭოს, რომ საქართველოს მიეცეს პერსპექტივა გახდეს ევროკავშირის წევრი.

 


კომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც შემდეგი პრიორიტეტები იქნება მოცული:

 


პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით;

 


გარანტირებულად უზრუნველყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის ფუნქციონირება, მათი დამოუკიდებელი და ეფექტური ანგარიშვალდებულების გაძლიერება, ისევე როგორც მათი დემოკრატიული ზედამხედველობის ფუნქციები; კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესოს საარჩევნო სტრუქტურა, ეუთო/ოდირის და ევროპის საბჭოს/ვენეციის კომისიის მიერ ამ პროცესებში გამოვლენილი ყველა ხარვეზის აღმოფხვრა.

 


მიიღოს და განახორციელოს გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2021 წლის შემდგომ, ფართო, ინკლუზიურ და მრავალპარტიულ საკონსულტაციო პროცესზე დაყრდნობით; უზრუნველყოს სასამართლო სისტემა, რომელიც იქნება სრულად და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი მთელი სასამართლო ინსტიტუციური ჯაჭვის განმავლობაში, ასევე უფლებამოსილებების დანაწილების უზრუნველსაყოფად; კერძოდ, უზრუნველყოს ყველა სასამართლო და პროკურატურის, განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოს სათანადო ფუნქციონირება და მთლიანობა და აღმოფხვრას გამოვლენილი ხარვეზები, მათ შორის მოსამართლეთა დასახელება ყველა დონეზე და გენერალური პროკურორის ნომინაცია; განახორციელოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმა და დანიშნოს უმაღლესი საბჭოს დარჩენილი წევრები. ყველა ეს ღონისძიება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

 


გააძლიეროს მისი ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც აერთიანებს ყველა ძირითად ანტიკორუფციულ ფუნქციას, განსაკუთრებით მაღალი დონის კორუფციული შემთხვევების მკაცრი განხილვის მიზნით; ახალი სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის აღჭურვა მათი მანდატის შესაბამისი რესურსებით და მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა;

 


განახორციელოს „დეოლიგარქიზაციის“ ვალდებულება ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთრივ ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის გზით;

 


გააძლიეროს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საფრთხის დეტალური შეფასებების საფუძველზე, განსაკუთრებით ზედმიწევნით ზუსტი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდებების სანდო გამოცდის უზრუნველყოფის გზით; უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულება და ზედამხედველობა.

 


განახორციელოს უფრო ძლიერი ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის პროცედურები შეესაბამებოდეს უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებს და იმ შემთხვევაში თუკი ჟურნალისტები და მედიის სხვა წარმომადგენლები საფრთხის წინაშე დადგებიან, წამოიწყოს მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიება.

 

 

სწრაფად გადავიდეს მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებების დაცვის გასაძლიერებლად, მათ შორის, მოახდინოს დამნაშავეების და წამქეზებლების სასამართლოს წინაშე უფრო ეფექტურად წარდგენა.

 

 

განსაკუთრებით მოახდინოს კონსოლიდაცია გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ.

 

 

უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე;

 


მიიღოს კანონმდებლობა, რათა საქართველოს სასამართლოებმა განხილვისას პროაქტიულად გაითვალისწინონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები;

 


ახალი სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) წარდგენის პროცესში უპირატესობა დამოუკიდებელ პირს მიენიჭოს და ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს; უზრუნველყოს ოფისის ეფექტური ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.

 

 

კომისია მონიტორინგს გაუწევს საქართველოს პროგრესს ამ პრიორიტეტების გადასაჭრელად და 2022 წლის ბოლოსთვის მოხსენებას გამოაქვეყნებს.

 


გაწევრიანების პროცესი დადგენილ კრიტერიუმებსა და პირობებზე იქნება დამოიკიდებული. ეს საშუალებას აძლევს ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც პროცესშია, მიაღწიოს წინსვლას საკუთარი დამსახურების საფუძველზე, მაგრამ ეს ასევე გულისხმობს, რომ ევროკავშირისკენ სვლა შეიძლება შეფერხდეს, თუ ძირითადი პირობები აღარ დაკმაყოფილდება.

 


ვადები/ძირითადი თარიღები

 


2022 წლის 3 მარტს საქართველომ წარადგინა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. განცხადება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის კონტექსტში იქნა წარდგენილი. 2022 წლის 7 მარტს ევროკავშირის საბჭომ სთხოვა კომისიას წარმოედგინა თავისი აზრი ამ განცხადებასთან დაკავშირებით. ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა ამ გადაწყვეტილებას ვერსალში გამართულ არაფორმალურ ლიდერთა შეხვედრაზე მხარი დაუჭირეს. საქართველომ მიიღო კითხვარები 2022 წლის 11 აპრილს პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებზე და 19 აპრილს ევროკავშირის კანონმდებლობის თავებზე და წარმოადგინა პასუხები 2 და 10 მაისს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი