საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე
"მიღების, განთავსებისა და ოპერაციის რაიონში გადაადგილების (RSOM) კურსის დახურვის
ცერემონიალი გაიმართა. კურსი ჩეხეთის რესპუბლიკის მრავალეროვნული ლოჯისტიკის
საკოორდინაციო ცენტრის (MLCC) მიერ სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე და
ქ.ფოთში, პორტის ნავსადგურში ჩატარდა.
სასწავლო პროგრამა პრაქტიკულ და თეორიულ მეცადინეობებს მოიცავდა. ორი კვირის
განმავლობაში მსმენელებმა შეისწავლეს როგორც სამშვიდობო ოპერაციების, ასევე საომარი
მოქმედებების დროს ოპერაციის რაიონში ტვირთებისა და პირადი შემადგენლობის მიღება,
განთავსება და გადაადგილება. მსმენელებმა ნატოს და პარტნიორი ქვეყნების განახლებული
ლოჯისტიკური პროგრამების შესახებაც მიიღეს ინფორმაცია. კურსი საქართველოსა და
ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში
ჩეხი ინსტრუქტორების მიერ ჩატარდა.
სასწავლო კურსი ლოჯისტიკის თანამედროვე პროგრამების გაცნობას და ლოჯისტიკური
ოპერაციების შესრულებას ისახავდა მიზნად. ღონისძიებას თავდაცვის ძალების დასავლეთის
სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები
დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.