საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები სამუშაო ვიზიტად საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ
23-06-2022, 13:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ საფრანგეთის შეიარაღებული
ძალების სამინისტროს მოწვევით, საერთაშორისო სამხედრო გამოფენა EUROSATORY
2022-ში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს
სახმელეთო და აერომობილური შეიარაღებისა და ტექნიკის ნიმუშები, ინოვაციები
და თანამედროვე მიღწევები იყო წარმოდგენილი.

 

 

მოგვიანებით ოფიციალური დელეგაციების ხელმძღვანელებს საფრანგეთის
შეიარაღებული ძალების მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ უმასპინძლა. მან
საფრანგეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა
ხაზგასმით აღნიშნა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს, დავით
ჭიჭინაძესა და გიორგი ხაინდრავას გამოფენაში მონაწილეობისთვის მადლობა
გადაუხადა.

 


ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა, რომლის
შემადგენლობაში სსსტც „დელტას“ წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, მსოფლიოს
წამყვან სამხედრო ინდუსტრიულ კომპანიებთან შეხვედრები გამართეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სამუშაო
შეხვედრაზე, საფრანგეთის შეიარაღებული ძალების შეიარაღების მთავარი
დირექტორატის მოადგილემ, გენერალმა ემანუელ ლაპორტმა საქართველოს
თავდაცვის სამინისტროსა და ფრანგულ ინდუსტრიულ კომპანიებს შორის
თანამშრომლობის განვითარებაში მხარდაჭერა აღუთქვა. პარიზის მახლობლად
საგამოფენო სივრცეს მსოფლიოს 94 ქვეყნის 227 ოფიციალური დელეგაცია,
თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის მაღალი რანგის ექსპერტები და მსოფლიოს
153 ქვეყნიდან 57 000-ზე მეტი დამთვალიერებელი სტუმრობდა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი